როგორ და როდის გამოვიყენოთ ნიღაბი?

გადამდები ვირუსული ინფექციისგან თავის დასაცავად, აუცილებელია ნიღბის მოხმარების წესების ზედმიწევნით ცოდნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

  • ჯანმრთელმა ადამიანმა ნიღაბი უნდა ატაროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უვლის ახალი კორონავირუსით დაავადებულ ადამიანს
  • თუ ახველებთ ან აცემინებთ, გაიკეთეთ ნიღაბი
  • ნიღბის ტარება ეფექტურია მხოლოდ ხელების ხშირ დამუშავებასთან ერთად სპირტის შემცველი ხსნარით ან საპნით და წყლით
  • ნიღბის გაკეთებამდე დაიბანე ხელები საპნით და წყლით, ან დაიმუშავე სპირტის შემცველი ხსნარით
  • ნიღაბი უნდა ფარავდეს ცხვირისა და პირის მიდამოს
  • მოხმარებისას არ შეეხოთ ნიღაბს: შეხების შემთხვევაში, დაიბანეთ ხელები
  • დაბინძურებისთანავე შეცვალეთ ნიღაბი. არ გამოიყენოთ ერთჯერადი ნიღაბი განმეორებით

ნიღბის მოხსნის წესი

  • არ შეეხოთ ნიღბის წინა ნაწილს
  • მოხსნისთანავე გადააგდეთ უახლოეს დახურულ ნაგვის ურნაში
  • დაიბანეთ ხელები საპნით ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით

26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

27 თებერვლის დილის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსი აღმოაჩნდა კიდევ 433 ადამიანს. 29 გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ჩინეთში დაავადდა 78497 ადამიანი და 2744 გარდაიცვალა

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 40-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსით დაავადდა სულ მცირე 3 225 ადამიანი და 57 გარდაიცვალა.

ჩინეთის შემდეგ ყველაზე სარისკო ქვეყნები არიან სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია.

დღეს, 27 თებერვალს სამხრეთ კორეამ დაადასტურა 334 ახალი შემთხვევა. კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რიცხვმა 1595-ს მიაღწია. გარდაცვლილია 13 ადამიანი

ირანში ოფიციალურად დადასტურებულია დაავადების 139 და გარდაცვალების 19 ფაქტი.

აზიის მიღმა ყველაზე დიდი აფეთქებაა იტალიაში, სადაც 100 ახალი შემთხვევაა. ბოლო მონაცემებით, იტალიაში სულ დაავადდა 400-ზე მეტი ადამიანი და 12 გარდაიცვალა.