გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება.
კერძოდ, შენარჩუნდება ძლიერი თოვა, ძლიერი ქარი, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე კი ძლიერი (ექვს ბალამდე) შტორმი.
სააგენტოს გაფრთხილების თანახმად, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - იუწყება სააგენტო.
24 დეკემბრის გამთენიისას ძლიერმა ქარმა არაერთგან შექმნა პრობლემები.
ასევე ნახეთ უსახურავოდ დარჩენილი სახლები და მოგლეჯილი ხეები - კახეთში ზარალს ითვლიან ასევე ნახეთ ბათუმში ძლიერმა ქარმა კორპუსებს სახურავი გადახადა და ხეები მოგლიჯა