პრეზიდენტი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 11 ნოემბერს თბილისში 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელთა დელეგაციას შეხვდება

პოსტსაარჩევნო გარემოში საქართველოს რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები ეწვევიან.

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა X-ზე დაწერა, რომ საქართველოს ეწვევიან შემდეგი ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები:

  • გერმანია - მიხაილ როთი
  • ფინეთი - იუკა კოპრა
  • შვედეთი - ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი
  • საფრანგეთი - საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ფრედერიკ პეტი;
  • ლიეტუვა - ჟიგიმანტას პავილიონისი
  • ლატვია - ინარა მურნიეცე
  • ესტონეთი - მარკო მიხელსონი
  • პოლონეთი - კომიტეტის წევრი მიჰაუ კამინსკი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დელეგაციას 11 ნოემბერს ორბელიანების სასახლეში მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ბაქრაძის განცხადებით, ცალკე შეხვედრაზე ოპოზიცია დელეგაციას მიაწვის ინფორმაციას, „თუ როგორ მოჰპარა ივანიშვილმა ქართველ ხალხს არჩევნები“.

ასევე ნახეთ „იქნებ მთავრობამ მოიხადოს ბოდიში უმცირესობების სტიგმატიზებისთვის?“ - მიხაელ როთი