მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კვლავ არ ჩქარობს მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით საბოლოო ვერდიქტის გამოტანას, დიდი ალბათობით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის საოლქო ადმინისტრაცის ყოფილი ხელმძღვანელის უკრაინის აღმასრულებელ ხელისუფლებაში დანიშვნის ეპოპეა დასასრულს უახლოვდება.
6 მაისს „დოიჩე ველესთან“ საუბარში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას დანიშნავენ უკრაინის რეფორმების ეროვნულ საბჭოში, მაგრამ არა მდივნის, არამედ, „აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ“.
ასევე ნახეთ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ უკრაინის რეფორმების ეროვნულ საბჭოში ნიშნავენსხვა ინფორმაციის მიღება დღის განმავლობაში შეუძლებელი აღმოჩნდა. ჩვენს ზარს ამჯერად არ უპასუხა არც დავით არახამიამ, უკრაინის მმართველი საპარლამენტო პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, რომელსაც მტკიცედ სჯერა, რომ სააკაშვილი დაეხმარება ხელისუფლებას „გააუმჯობესოს ქვეყანა და ჩაატაროს რეფორმები“.
ასევე ნახეთ დავით არახამია: დიახ, ბატონი ზელენსკი მხარს უჭერს სააკაშვილის დანიშვნასმაგრამ, როგორც გაირკვა, მმართველ პარტია „ხალხის მსახურში“ ყველა ასე არ ფიქრობს.
შემდეგ ამას დაემატა საერთაშორისო ფაქტორიც: მკაცრი კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და დიპლომატიური და საინფორმაციო არხებით კიევისათვის იმის შეხსენება, რომ თბილისისთვის კატეგორიულად მიუღებელია „სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა“.
ასევე ნახეთ გახარია სააკაშვილისთვის უკრაინაში თანამდებობის შეთავაზებაზე: ეს მიუღებელიაასეა თუ ისე, რადიო თავისუფლებასთან საუბრიდან მეორე დღეს - ისე, რომ მიზეზი არ უთქვამს - იმავე დავით არახამიამ 30 აპრილს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილისათვის „უკრაინის ხელისუფლებაში მუშაობის სხვა ფორმატი გამოინახა“.
ასევე ნახეთ დავით არახამია: მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის ხელისუფლებაში მუშაობის სხვა ფორმატი გამოინახა„მისი კანდიდატურისთვის ხმები საკმარისია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხანგრძლივ კონსულტაციებს ატარებდა პრეზიდენტთან და მათ გამონახეს სხვა ფორმატი, რომელშიც ისინი იმუშავებენ, ახალი თანამდებობა. რა თანამდებობა - ვერ გეტყვით, ვინაიდან ეს პრეზიდენტის ინიციატივაა“, - განაცხადა არახამიამ ხუთშაბათს ვერხოვნა რადის რიგგარეშე სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
სავარაუდოდ, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივა გაახმოვანა მიხეილ სააკაშვილმა 6 მაისს, როდესაც ექსკლუზიურად აცნობა „დოიჩე ველეს“ უკრაინის რეფორმების ეროვნულ საბჭოში აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ თავისი დანიშვნის შესახებ.
ამასთან, მან ვერ შეძლო დაესახელებინა თანამდებობაზე დანიშვნის ზუსტი თარიღი.
ანუ ითქვა „ა“ და არ თქმულა „ბ“.
„ამ საკითხზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას უნდა მიმართოთ“, - გვითხრა მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანმა, დარია ჩიჟმა.
მაშინ რატომ იჩქარა ისევ სააკაშვილმა? რატომ არ დაელოდა, როდის გამოაცხადებდა ვოლოდიმირ ზელენსკი მის დანიშვნას, რაც, როგორც დავით არახამიამაც თქვა, სწორედ პრეზიდენტის პრეროგატივაა?
„მიხეილ სააკაშვილი გაწაფული პოლიტიკოსია, რომელსაც შეუძლია შექმნას თვალსაჩინო საინფორმაციო მიზეზი. ამაში ის დიდოსტატია“, - ასე ხსნის უკრაინელი ანალიტიკოსი ევჰენ მაგდა მიხეილ სააკაშვილის მისწრაფებას, ხშირად ალაპარაკოს თავის პერსონაზე მედია და პოლიტიკოსები.
სალაპარაკო და გასახსენებელი კი, მართლაც, საკმარისადაა.
რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტთან არსებული უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივნისა თუ აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტს, მიხეილ სააკაშვილი ერთხელ უკვე იყო უკრაინაში მსგავს თანამდებობაზე.
ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოზე წერს„მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, მიწვევით, მიხეილ სააკაშვილი 2015 წლის თებერვალში რეფორმების საერთაშორისო სათათბირო საბჭოს ხელმძღვანელობდა. ამ პოსტზე სააკაშვილს განსაკუთრებული წარმატებებით არ გამოუჩენია თავი, ამიტომ 2015 წლის მაისში იგი ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარედ დაინიშნა. ამჟამინდელი ახალი ხმამაღალი თანამდებობა რეფორმების საბჭოში სააკაშვილს მისცემს საინფორმაციო სივრცეში არსებობის შესაძლებლობას, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ სერიოზულად გაზრდის მის შანსებს მოახდინოს გავლენა უკრაინის რეფორმირებაზე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.
და, რაც მთავარია, არსად გამქრალა მოწინააღმდეგეთა ბანაკი, სააკაშვილისავე თქმით, სხვადასხვა ინტერესის მქონე ბევრი ჯგუფი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, რომელმაც ვოლოდიმირ ზელენსკის ხელი ააღებინა მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნაზე.
„არასდროს მინახავს, რომ რომელიმე კანდიდატურას ასე განიხილავდნენ“, - განაცხადა ოდნავი წყენით მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ, რაც მისი უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უკრაინის პოლიტიკის დღის წესრიგიდან მოიხსნა.