რეჟისორი, რომელსაც მარკესმა თავისი რომანის დადგმის უფლება მისცა

Your browser doesn’t support HTML5

ქართველმა რეჟისორმა დავით პაპავამ 2007 წელს გაბრიელ გარსია მარკესის 80 წლის იუბილესთვის თავად კოლუმბიელი მწერლისგან მიიღო „მარტოობის ასი წელიწადის“ დადგმის უფლება
ქართველმა რეჟისორმა დავით პაპავამ 2007 წელს გაბრიელ გარსია მარკესის 80 წლის იუბილესთვის თავად კოლუმბიელი მწერლისგან მიიღო „მარტოობის ასი წელიწადის“ დადგმის უფლება. მარკესმა თავის სიცოცხლეში რომანის ადაპტაციაზე უარი უთხრა ისეთ რეჟისორს, როგორიცაა ფედერიკო ფელინი. 6 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, მწერლის ოჯახმა რომანის სერიალად გადაღების ნებართვა მისცა კომპანია Netflix-ს.