თუკი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა მარიხუანის მოხმარების კანონპროექტთან დაკავშირებით, საქართველოს მუსლიმთა თემს და მართლმადიდებლურ ეკლესიას ერთიანი პოზიცია აქვთ. ისინი საჯარო განცხადებებში ერთხმად ეწინააღმდებიან კანონპროექტს, განსაკუთრებით კი კანაფის ექსპორტზე გატანის საკითხს.
ნარკოტიკები ისლამში არის მიუღებელი და აკრძალული. ნებისმიერი სახის ნარკოტიკული საშუალება, მისი ნებისმიერი სახით მოყვანა, კულტივაცია და გატანა ჩვენთვის მიუღებელია, ამას ვერ შევაფასებთ დადებითად.რამინ იგიდოვი
რაც შეეხება საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიას, მისი ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე ამგვარ ინიციატივას პოლიტიკის და ბიზნეს ინტერესების თანხვედრას უკავშირებს. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მან აღნიშნა:
„მე ჩემი ეკლესიის სახელით ვიტყვი, როდესაც საუბარი იყო მარიხუნის დეკრიმინალიზაციაზე, ამის მომხრე ვიყავით და ახლაც ვართ. ამას მოჰყვა სწორად და კარგად გაწერილი რეგულაციები თუ ვის, სად და როდის ჰქონდა მისი მოხმარების შესაძლებლობა. თუმცა, ახლა დაბნეული ვარ, ეს ყველაფერი ასე სწრაფად გადავიდა ახალ ეტაპზე და პოლიტიკური ელიტის წევრები გვესაუბრებიან თურმე როგორი სასარგებლო ყოფილა ეს მცენარე. გულდასაწყვეტი ის არის, რომ როცა გაჩნდა კონკრეტული ბიზნეს კლანების ინტერესები ერთბაშად შეცვალეს ნარატივი მთავრობის წევრებმა. ისეთი მოწესრიგებულები ვართ რომ კანაფის პლანტაციებს გავაშენებთ და ისე დავარეგულირებთ რომ არ იქნება იოლად ხელმისაწვდომი ყველასთვის?! მე ვერ ვხედავ გზას თუ როგორ გაკონტროლდება ეს ყველაფერი.“
13 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხიმა რამინ იგიდოვმა კი განაცხადა:
„ნარკოტიკები ისლამში არის მიუღებელი და აკრძალული. ნებისმიერი სახის ნარკოტიკული საშუალება, მისი ნებისმიერი სახით მოყვანა, კულტივაცია და გატანა ჩვენთვის მიუღებელია, ამას ვერ შევაფასებთ დადებითად.
შევეცდებით ყველა სახელმწიფო ორგანოს მივმართოთ, რომ თავი შეიკავონ მსგავსი ნაბიჯების გადადგმისგან. მოვითხოვთ მაქსიმალურად მკაცრად გაკონტროლდეს ეს სფერო. შეიძლება ექსპორტით რამე სარგებელი მართლაც ნახოს ქვეყანამ, მაგრამ 2-3 -ჯერ მეტად დაზარალდება ჩვენი ერი”.
ასევე ნახეთ საპატრიარქო ეწინააღმდეგება მთავრობის განზრახვას კანაფის ექსპორტის შესახებსახელმწიფო არ არის მზად აღკვეთოს კანაფის არალეგალური კულტივაცია. ბევრ ქვეყანაში, იქ, სადაც სამედიცინო მიზნებით დანერგილი იყო კანაფის კულტივაცია, ასე მოხდა.მეუფე შიო
გუშინ საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე “ნარკოპოლიტიკა საქართველოში – გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება” არაერთმა სასულიერო პირმა დააფიქსირა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება კანაფის წარმოება-ექსპორტის საკითხზე. ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა პარლამენტის წევრებს მიმართა:
„ეს არ გვშვენის ქართველებს. ჩვენი ქართული იმიჯიც, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვაქვს, დამერწმუნეთ, შეილახება. ჩვენ არც ერთ დროში არ გვიცნობდნენ, ასე რომ ვთქვათ, „ბარიგებად“. ყველაფერი გადავა უკან და ერთ-ერთი ქვეყანა ვიქნებით ამ კუთხით წინა პლანზე. ამიტომ, თითოეული ჩვენგანის თხოვნაა პარლამენტის უმრავლესობამ მოძებნოს გზა და რაღაცნაირად ვთქვათ ამაზე უარი".
პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანა არ არის მზად ამ ცვლილებისთვის, რადგან:
„სახელმწიფო არ არის მზად აღკვეთოს კანაფის არალეგალური კულტივაცია. ბევრ ქვეყანაში, იქ, სადაც სამედიცინო მიზნებით დანერგილი იყო კანაფის კულტივაცია, ასე მოხდა. ჯერჯერობით ეს არის ეკლესიის პოზიცია, დეტალურ განცხადებას შემდეგ გამოვაქვეყნებთ“.
ასევე ნახეთ მარიხუანა შინ და გარეთშეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 30 ივლისს მარიხუანის მოხმარებისთვის კანონით არსებული ყველა სასჯელი გააუქმა, რის შემდეგაც მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებაზე დაიწყო მუშაობა.
11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ შსს-ს ახალი ინიციატივით, შესაძლოა, ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისთვის კანაფის წარმოება და ექსპორტი დაკანონდეს.
დისკუსიისა და აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, ინიცირებული კანონპროექტი ჯერჯერობით პარლამენტში შეტანილი არ არის.