რეზო ჩხიკვიშვილმა 30 წელი გერმანიაში, ესენის გრილოს სახელობის თეატრის სცენაზე გაატარა. ახლა კი მიმხელს, ქართველი მაყურებელი მელოდებაო.
სანამ ესენის თეატრს დავემშვიდობებოდი, “ჩემი სამშობლო ჩამოვიდა ჩემთან და გამომაცილაო” - უზომოდ გაუხარდა რეზოს, როცა ქართველი ავტორის, ნინო ხარატიშვილის "მერვე სიცოცხლის“ მიხედვით წარმოდგენაში თამაში შესთავაზეს. პირველი ჩასვლა გერმანიაში იყო ქართული წარმოდგენა და ბოლოც - ქართული, როცა გერმანული თეატრის სცენაზე, გერმანელ მსახიობებთან ერთად ქართულად იმღერეს: “მიზეზს ვეძებ, ვერ გავიგე, ნეტავ რა იყო, როგორ მოხდა ჩვენი გზები ორად გაიყო… წარსულმა სულ თან წაიღოო…“
ეს პოდკასტი რეზო ჩხიკვიშვილზეა, ის გიამბობთ თავის თავზე, სურვილებზე, უკვე დათესილის მომკის სურვილზე.