რეზო კიკნაძის „ხმაურსა და ხმოვანებაში“

Your browser doesn’t support HTML5

ის დღესაც ზუსტად ისე დარბის თავის საქსოფონ და მუსიკალურ აპარატურამოკიდებული ერთი ადგილიდან მეორეზე, როგორც ოცი წლის წინ, რეჟისორ ლევან ღლონტის ფილმში - „ხახვის ცრემლები“.

ოღონდ მაშინ, ოცი წლის წინ, გერმანიაში ცხოვრობდა. ახლა - თბილისშია, მაგრამ ტემპი უცვლელია. ლექციები ილიას უნივერსიტეტში, ლექციები კონსერვატორიაში, ჯაზის საღამოები, კონცერტები სხვადასხვა ადგილას. კომპოზიტორსა და შემსრულებელზე, საქსოფონისტსა და ჯაზმენზე რეზო კიკნაძეზე გიყვებით - „დღეს რეზო კიკნაძე უკრავს“ - უკვე საკმარისი მიზეზია აქ წასასვლელად.

დატვირთულ რეჟიმს და დაღლილობას ყვარელში, სოფელ ალმატში გაქცევით შველის ხოლმე - იმ სახლში, სადაც ბოლო წლები, გარდაცვალებამდე ცხოვრობდა რეზოს მამა, ცნობილი მეცნიერი, ლიტერატორი, ორიენტალისტი-ასირიოლოგი, ფოლკლორისტი, ზურაბ კიკნაძე. ამ ვიდეოს გადაღებისას, რეზოს სწორედ ალმატში დავემგზავრეთ. მამის წიგნების ნაწილი ბიბლიოთეკისთვის უნდა გადაეცა საჩუქრად. მერე კი რამდენიმე დღე ჩვენც მისი მუსიკის ტემპს ავყევით.