რატომ სთხოვენ ლეონარდო დიკაპრიოს ბაიკალის გადარჩენას
ბაიკალს, ახალი მთვარის მოყვანილობის ტბას რუსეთში, ციმბირის გულში, ბელგიის ტერიტორიის ფართობი უკავია და მსოფლიოს მტკნარი წყლის თითქმის ერთ-მეხუთედს მოიცავს.
გასული კვირის განმავლობაში, ლეონარდო დიკაპრიოს (სურათი ზემოთ 2013 წელსაა გადაღებულ) ინსტაგრამს ათასობით ადამიანი მიაწყდა ამგვარი თხოვნით: „ლეო, გთხოვთ, დაგვეხმარე გადავარჩინოთ ბაიკალი“. #savebaikal." მაშ, რატომ ლეო, და რატომ ბაიკალი?
მეთევზეები ბაიკალის თევზს დიდი ოდენობით 1977 წლიდან იჭერენ. ტბა და მისი რესურსები დიდი ხანია გადაიქცა სახელმწიფოს, კომერციული ინტერესებისა და ეკოლოგების ბრძოლის ველად.
1996 წლიდან, ბაიკალის ცელულოზა-ქაღალდის კომბინატი, სადაც 2000 ადამიანი იყო დასაქმებული, შთანთქავდა ტბის იქამდე ხელუხლებელ წყლებს. წლების შემდეგ, 2013-ში კომბინატი, რომელსაც აღარ მოჰქონდა სარგებელი, დაიხურა.
ისტორიულად, ყოველდღიური ნარჩენები ასევე დიდი პრობლემა იყო ტბისთვის. თუმცა ბოლო ხანს მოხალისეთა დახმარებით ეს პრობლემაც შემსუბუქდა.
ბოლო წლებში ტურიზმი ბაიკალზე, განსაკუთრებით ჩინეთიდან, საგრძნობლად გაიზარდა, ნაწილობრივ, ამას ტბის შესახებ ჩინურმა პოპულარულმა სიმღერამაც შეუწყო ხელი. 2017-2018 წლებში 37 პროცენტით გაიზარდა ჩინელი ტურისტების რაოდენობა.
ეს ტბისპირა პატარა ტურისტული დაბა ლისტვიანკაა. უცხოელი ვიზიტორების სიმრავლემ დაძაბულობა შეიტანა ტბის გარშემო სოფლებში, სადაც მასობრივად შეედინება ჩინური ინვესტიციები მრავალსართულიანი კომპლექსების და სასტუმროების ასაშენებლად. 2019 წელს ლისტვიანკას მერი დაადანაშაულეს ჩინური სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში მიწაზე, რომელიც კერძო მშენებლობებისთვის იყოს განკუთვნილი.
ეს კი ახალი სასტუმრო სახლებია ბაიკალის ნაპირებზე. ადგილობრივები შიშობენ, რომ ჩინურ სახლებში მხოლოდ ჩინელ მუშახელს დაასაქმებენ.
2019 წელს ჩინურმა კომპანიამ ბაიკალის წყლის ბოთლში ჩამოსასხმელად მილების ჩაყრა დაიწყო, რაც ნიშნავდა, რომ მილიონობით ლიტრი მტკნარი წყალი ამოიტუმბებოდა ტბის სიღრმეებიდან.
ამბავმა, რომ ბაიკალის წყალი ბოთლებში უნდა ჩამოასხან და ქვეყნის გარეთ გაიტანონ, პეტიციის შექმნას შეუწყო ხელი, რომელსაც მილიონზე მეტი ხელმომწერი ყავს. მარტში წყლის ჩამომსხმელი ქარხნის მშენებლობა შეჩერდა.
მაგრამ ხალხის განრისხებამ და დიდმა ყურადღებამ, პოპულარულ რუსულ ინსატგრამ გვერდს, მსოფლიო მედიის მზერის მისაპყრობად, გაუჩინა იდეა დიკაპრიოსთვის მიემართა, რომელსაც ერთხელ ნათქვამი აქვს მისი ნახევრად რუსული წარმოშობის შესახებ 18 ივლისს ინსტაგრამ გვერდმა ves_ulan_ude_ მოუწოდა მიმდევრებს ჰოლივუდის ვარსკვლავისთვის ბაიკალის კრიზისის შესახებ ეამბათ. „ის ცნობილი ეკო-მებრძოლია და მედია პერსონა. თანამემამულეებო, მხარი დაუჭირეთ მოძრაობას. ბაიკალი ჩვენი ყველაფერია“
ერთ-ერთი ინსტარგარმეტის პოსტი ერთგვარი შეჯამეებაა იმისა, რასაც დიკაპრიოს ეუბნებიან რუსები: „სალამი ლეო! აი რა ხდება რუსეთში: მათ მიყიდეს ბაიკალი ჩინელებს და უნდათ წყლის ამოტუმბვა იქიდან. დაგვეხმარე ტბის გადასარჩენად. პუტინი და მისი პუდელები ქვეყანას ძარცვავენ და ყიდიან. მოგვეცი პასუხი, ნებისმიერი პასუხი"
სხვა კომენტარებში დიკაპრიოს რუსულ წარმომავლობას ახსენებენ - „გახსოვდეს ბებიაშენი“ და ჩაერიეო. დიკაპრიოს ამ კამპანიისთვის ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია.