რატომ გაიფიცნენ ჭიათურელი მაღაროელები? მოისმინეთ მათი ხმები
Your browser doesn’t support HTML5
მე-9 დღეა ჭიათურაში მაღაროელები არიან გაფიცული. მე-7 დღეა 14 მაღაროელი შიმშილობს. მაღაროელთა პროტესტის გამო გაჩერებულია „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილი 11-ვე მაღარო. 500 მაღაროელი მუშაობის განახლებას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებს. გადაკეტილია ქალაქიდან გასასვლელები და შესაბამისად, კოოპერატივების მიერ მოპოვებული მადანიც ქალაქიდან არ გადის. მაღაროელთა მოთხოვნები კი შემდეგია:
• ხელფასების მატება 30%-ით და რეორგანიზაციის შემდეგ +20%;
• უკეთესი ჯანდაცვის და სადაზღვეო პირობები მაღაროელებს და მათ ოჯახებს;
• მაღაროელთა უკეთესი კვება;
• მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების გადაადგილების აკრძალვა ქალაქის ტერიტორიაზე.