რატომ გადაიდო აქციაზე დაკავებულთა პროცესი?
Your browser doesn’t support HTML5
როგორც ცნობილია, შრომის უსაფრთოებისთვის გამართულ აქციაზე, რომელიც 1 აპრილს გაიმართა, რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს. 3 აპრილს ჩანიშნული იყო აქტივისტთა სასამართლო პროცესი, რომელიც 19 აპრილამდე გადაიდო.
გიორგი გვახარიას სტუმარია ერთ-ერთი ბრალდებული, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი დავით სუბელიანი, რომელმაც გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ გვიამბო, რატომ გადაიდო პროცესი. აღმოჩნდა რომ სასამართლოს გადადება თავად დაცვის მხარემ მოითხოვა, რათა ბრალდებულებმა საქმის მასალების სრულყოფილად გაცნობა შეძლონ. დავით სუბელიანი ამბობს, რომ ისინი პოლიციისგან ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებაას ითხოვენ ( 3 აპრილის პროცესზე პოლიციას მტკიცებულებები არ წარუდგენია)
დავით სუბელიანი ყვება, თუ როგორ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს პოლიცია და დემონსტრანტები შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მოთხოვნით გამართულ აქციაზე, როგორ დაატოვებინეს პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი და როგორ შეავიწროვეს ტროტუარისკენ. „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი ასევე საუბრობს 1 აპრილს გამართული აქციის მნიშვნელობაზე.