რატომ ავადდებიან აცრილები?

Your browser doesn’t support HTML5

ცნობილია, რომ კოვიდის საწინააღმდეგო არც ერთ ვაქცინას არ აღენიშნება 100-პროცენტიანი ეფექტურობა. უფრო მეტიც, რაც დრო გადის, მით უფრო მატულობს შესაძლებლობა დავირუსდეს აცრილი ადამიანი. მიუხედავად ამისა, სწორედ აცრა ითვლება კორონავირუსისგან თავის დაცვის ერთადერთ საშუალებად. და მაინც, რატომ ავადდებიან აცრილი ადამიანები? ამ კითხვით მივმართეთ ექიმ ლალი ფირცხალაიშვილს.