თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა შორისაა პოეტი ზვიად რატიანი.
ინფორმაციას რადიო თავისუფლებას რატიანის ოჯახის წევრები უდასტურებენ.
თუმცა მათთვის ჯერჯერობით კვლავ უცნობია დაკავების საფუძველი, მუხლი და ასევე ის, სად, რომელ განყოფილებაშია გადაყვანილი ზვიად რატიანი.
რადიო თავისუფლება ცდილობს დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
დაკავებულთა რაოდენობა უცნობია.
ასევე ნახეთ საია: პროტესტის დარბევა კვლავ ჩვეული უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით მიმდინარეობს