„თქვენი მხარდაჭერით ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენი ერის ძალას, დომინაციას, კეთილდღეობასა და სიამაყეს“, - თქვა ტრამპმა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე. „ეს იქნება ამერიკის ახალი ოქროს ხანა“.
ახლა, როდესაც ტრამპი მეორე ვადითაა არჩეული, რას უნდა ველოდეთ მისი მომავალი ადმინისტრაციისგან?
ამ კითხვაზე პასუხი დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვის ვეკითხებით. ტრამპის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ის ამერიკას დიდებას დაუბრუნებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მისი მოწინააღმდეგეები კი გვაფრთხილებენ, რომ ტრამპი ძირს გამოუთხრის დემოკრატიას ამერიკის შეერთებულ შტატებში.
შურისძიების დრო
ტრამპი ესხმოდა თავს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, მათ „შიდა მტრებად“ მოიხსენიებდა და ფიქრობდა, რომ მათ „ძალიან იოლად გაუმკლავდებოდნენ“ სამხედროები პოსტსაარჩევნო ქაოსის შემთხვევაში.
ამ კომენტარების პასუხად, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, რომელიც ამ არჩევნებში დამარცხდა, კენჭისყრის წინ თქვა, რომ ტრამპი „შეპყრობილი იყო შურისძიებით, მოცული იყო ბრაზით და უსაზღვრო ძალაუფლებისკენ ილტვოდა“.
ასევე ნახეთ ვინ არის ჯეი დი ვანსი - ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ოჰაიოელი სენატორიაშშ-ში ელიან, რომ ტრამპი ეცდება კონტროლი დაამყაროს სასამართლო სისტემაზე, უმეტესწილად მის პირველ ვადასთან დაკავშირებული არაერთი სისხლის სამართლის საქმის გამო, მათ შორის, არჩევნებში სავარაუდო ჩარევისა და ძალაუფლების გადაცემის შეფერხების მცდელობის გამო 2020 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ის შეიწყალებდა თავის მხარდამჭერებს, რომლებიც დააპატიმრეს 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო, ჯო ბაიდენის გამარჯვების სერტიფიცირების ჩაშლის წარუმატებელი მცდელობისას.
ვარაუდობენ, რომ ტრამპი დაეყრდნობა „პროექტ 2025“-ს - ინიციატივას, რომელიც მემარჯვენე ანალიტიკურმა ცენტრმა Heritage Foundation-მა მოამზადა ვაშინგტონში „ღრმა სახელმწიფოს“ დასამხობად.
ტრამპმა თავისი კამპანიის დროს დისტანცირება მოახდინა „პროექტ 2025“-ისგან და განაცხადა, რომ არც იცოდა ვინ იდგა მის უკან. თუმცა, გამოძიებებმა დაადგინა, რომ მის მომზადებაში ჩართული იყო სულ მცირე 140 ადამიანი, ვისაც ტრამპის წინა ადმინისტრაციაში უმუშავია.
„ტრამპს უყვარს მკაცრი ლაპარაკი, მაგრამ იშვიათად ასრულებს ნათქვამს“, - თქვა კიტ ნოტონმა, აშშ-ში დაფუძნებული საზოგადოებრივი ურთიერთობების ფირმის Silent Majority Strategies-ის თანადამფუძნებელმა. „ნებისმიერი ანგარიშსწორება იქნება შემთხვევითი და თანამშრომლების მხრიდან. ვფიქრობ, იუსტიციის დეპარტამენტში ბევრი ცვლილება იქნება“.
ომი და მშვიდობა
ასევე, სავარაუდოდ, შეიცვლება ის, თუ როგორ ახორციელებს შეერთებული შტატები თავის გავლენას მთელ მსოფლიოში.
ტრამპმა განაცხადა, რომ მას შეუძლია დაასრულოს რუსეთის ომი უკრაინაში „24 საათში“. ისრაელს, რომელიც შუა აღმოსავლეთში ორ ფრონტზე იბრძვის ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფების წინააღმდეგ, ტრამპმა მოუწოდა „დაასრულოს სამუშაო“.
ასევე ნახეთ ჰარისი ან ტრამპი: რას ნიშნავს ეს უკრაინისთვის?ბოსტონის კოლეჯის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორმა პიტერ სკერიმ თქვა, რომ ის მოელის, რომ ტრამპი შეეცდება მიაღწიოს მოსკოვსა და კიევს შორის რაიმე სახის შეთანხმებას, რაც, მისი პროგნოზით, „უკრაინის მხრიდან დიდ დათმობებს ნიშნავს“.
გაცილებით ნაკლებადაა ცხადი, თუ რას გააკეთებს ტრამპი ისრაელთან მიმართებით, თქვა სკერიმ, თუმცა დასძინა, რომ „ის იქნება ისრაელის ცალსახა მხარდამჭერი“ და, ამავე დროს, შეცდება აღადგინოს აბრაამის შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს ნორმალიზაციას არაბებსა და ისრაელს შორის.
ჩინეთი, რომელთანაც ტრამპმა სავაჭრო ომი წამოიწყო თავისი მმართველობის პირველი ვადის დროს, უცნობი ერთეულია. ტრამპმა პირობა დადო, რომ უფრო მკაცრ ტარიფებს შემოიღებს ჩინეთში წარმოებულ პროდუქტებზე, თუ პეკინი „ტაივანს შეუტევს“. მას ადრე უთქვამს, რომ არ გამოიყენებს აშშ-ის სამხედრო ძალას ჩინეთის მხრიდან ტაივანის შესაძლო ბლოკადის თავიდან ასაცილებლად, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ურთიერთობის გამო.
გლობალური კვალი
პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში, ტრამპი უბიძგებდა ნატოს წევრებს, დაეკმაყოფილებინათ თავდაცვის ხარჯების საჭირო დონეები და ამ მიზნების უმეტესობა მიღწეულია.
ტრამპის დროს აშშ გამოვიდა გაეროს კულტურული ორგანო UNESCO-დან, რუსეთთან საშუალო მოქმედების ბირთვული ძალების ხელშეკრულებიდან (INF), მსოფლიო ძალებთან ერთად შემუშავებული ირანის ბირთვული შეთანხმებიდან, პარიზის შეთანხმებიდან კლიმატის ცვლილების შედეგების შესამცირებლად და დაფინანსება შეუჩერა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსის გავრცელებაზე რეაგირების პასუხად.
ასევე ნახეთ როგორ იმოქმედებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ვაშინგტონის პოლიტიკაზე ირანის მიმართ?ბაიდენის ადმინისტრაციის დროს აშშ-ის მონაწილეობა ამ შეთანხმებებსა და ინსტიტუტებში აღდგა, მაგრამ ახლა ბევრი ვარაუდობს, რომ ტრამპის დროს ვითარება კიდევ ერთხელ შეიცვლება.
ნოტონმა თქვა, რომ ტრამპს მოუნდება ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა, აშშ-ის კონგრესი „მას სავარაუდოდ არ მიჰყვება“ და წინააღმდეგობას გაუწევს.
ასევე ნახეთ აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები - ლაივბლოგი