რას საქმიანობდნენ რაიან და ლორა სმითები საქართველოში?

Your browser doesn’t support HTML5

ხადის ხეობაში მოკლული რაიან და ლორა სმითები საქართველოში 6 წლის წინ ჩამოვიდნენ და მარნეულში დასახლდნენ. აქ ლორა ინგლისურს ასწავლიდა, რაიანს კი ხელით ნაქსოვი ხალიჩების ბიზნესი ჰქონდა. იმ სოფლებში, სადაც ორნამენტებიან ხალიჩებს ტრადიციული მეთოდით ქსოვენ, პერიოდულად ტურისტებიც დაჰყავდა, რომლებსაც უფრო ახლოს აცნობდა ქართულ და აზერბაიჯანულ ტრადიციებს.