საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2022 წლის განმავლობაში მომხდარი ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის 29 საქმე გააანალიზა, საიდანაც 15 ფემიციდის შემთხვევა იყო, 14 - ფემიციდის მცდელობისა.
ფემიციდის ჩამდენი პირების სურათი უცვლელია - მათი უმრავლესობა ქმარია ან პარტნიორი და ყოფილი პარტნიორი.
ფემიციდის მცდელობის ჩამდენ პირებს შორისაც უმრავლესობა ქმარი ან შვილია.
დანაშაულის ჩადენის მოტივად, 2022 წელსაც, მომხდარი ფაქტების უმრავლესობაში, „შურისძიება“ და „ეჭვიანობა“ გამოიკვეთა.
სასამართლოები ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის მოტივად უთითებენ „გენდერულ ნიშანსაც“ - ფემიციდის 16 ფაქტის შემთხვევაში, ნახევარი სწორედ გენდერული ნიშნით არის ჩადენილი.
როგორც მკვლელობების, ისე მკვლელობის მცდელობების ადგილი, უმეტესად, სახლია. ასევე, სახლის წინ ეზო, ავტობუსი, სასაფლაო, ქუჩა.
Your browser doesn’t support HTML5
2022 წელს, ფემიციდის ჩადენის იარაღი 7 შემთხვევაში დანა იყო, 2 შემთხვევაში - თოფი, 2 შემთხვევაში - ბლაგვი საგანი, 1 შემთხვევაში - ჩაქუჩი, 1 შემთხვევაში - ბენზინი, 1 შემთხვევაში - ხელებით დახრჩობა, 1 შემთხვევაში - ფიზიკური ანგარიშსწორება.
დანაშაულის ჩადენის დროს მოძალადეები ფხიზლები იყვნენ.
მათი უმრავლესობა საშუალო განათლების მქონე და უმუშევარი ან დაბალი შემოსავლის მქონე პირები არიან.
ფემიციდის 16 შემთხვევიდან, 9 მოძალადისთვის ეს პირველი ნასამართლობაა, 5 - მანამდეც ნასამართლევი იყო, დანარჩენი 2 კი პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო.
ფემიციდისათვის დანიშნული ყველაზე მკაცრი სასჯელი იყო უვადო თავისუფლების აღკვეთა, ყველაზე მსუბუქი - თავისუფლების აღკვეთა ათი წლის და 9 თვის ვადით.
ფემიციდის მცდელობისათვის დანიშნული ყველაზე მკაცრი სასჯელი იყო თავისუფლების აღკვეთა 19 წლის ვადით, ხოლო ყველაზე მსუბუქი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ასევე ნახეთ ძალადობა ქალებზე - დანაშაული, რომელიც საზღვრებს სცილდებარისთვის კლავდნენ ქალებს საქართველოში?
სახალხო დამცველმა მოიკვლია, რომ 2022 წელს, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის მიზეზი გახდა:
- ეჭვიანობა სხვა კაცთან ურთიერთობის გამო, იმის მიუხედავად, ეს რეალური კავშირი იყო თუ წარმოსახვითი, კვლავ რჩებოდა ქალის მკვლელობის მოტივად.
- მეორე მიზეზი, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის და მკვლელობის მცდელობისა იყო დაშორება და შერიგებასა და შემდგომ თანაცხოვრებაზე უარი.
- საანგარიშო პერიოდში ქმარმა ცოლი იმიტომ მოკლა, რომ ქალი ბაზრობაზე შვილებისთვის ტანსაცმლის საყიდლად ისე გავიდა სახლიდან, რომ მას არ შეატყობინა.
- ქმარმა ცოლის მკვლელობა სცადა დაუმორჩილებლობისთვის, კერძოდ, იმის გამო, რომ ქმრის ნათქვამის მიუხედავად, ურთიერთობის გასარკვევად მასთან სახლში არ მივიდა.
- ერთ საქმეში ბრალდებულმა ყოფილი მეუღლე განსაკუთრებული სისასტიკით იმიტომ მოკლა, რომ მას საქმრო ჰყავდა და დაოჯახებას აპირებდა, ის კი, მიუხედავად დაშორებისა, ქალს არ მისცემდა უფლებას სხვა კაცისთვის დაეკავშირებინა ცხოვრება, რადგან თავს მაინც მის ქმრად მიიჩნევდა.
- პარტნიორმა ქალი ბეტონის ნატეხითა და სხვადასხვა საგნის გამოყენებით ნაგავსაყრელზე იმიტომ მოკლა, რომ მან სოციალურ ქსელში მისი სურათი ატვირთა და ახალ მეუღლედ მონიშნა. ბრალდებულის განმარტებით, ეს ფოტო ნახეს მისმა მეუღლემ და ახლობლებმა, რის გამოც პრობლემები შეექმნა და შურისძიება გადაწყვიტა.
- ახალგაზრდა ქალს მეუღლემ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა იმის გამო, რომ ბიძაშვილთან მის მიერვე მოთხოვნილი ნივთის მოსატანად არ გაეგზავნა.
- შვილები იმიტომ შეეცადნენ დედის სიცოცხლის მოსპობას, რომ დედის ცხოვრების წესი არ შეესაბამებოდა კულტურულ, ტრადიციულ ნორმებს და ხელყოფდა ოჯახის ღირსებას.
- შვილმა დედას დანის მუცელში ჩარტყმით სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა იმაზე გაბრაზებულმა, რომ მან ოჯახში ძალადობის ბრალდების საქმეზე მამამისის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.
- მამამთილმა რძალი დანით გენდერული სტერეოტიპების გამო დაჭრა. ის ქალს მუშაობას და ავტომანქანის მართვას უკრძალავდა და ეუბნებოდა, რომ ქალი იყო და, შესაბამისად, სახლში საოჯახო საქმეებისთვის უნდა მიეხედა.
- მამამთილის მხრიდან ფემიციდის მიზეზი გახდა ისიც, რომ რძალი, თუ ცოლისთვის და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას არ შეწყვეტდა, პოლიციისთვის მიმართვით დაემუქრა.
- საანგარიშო პერიოდში ქალები თვითმკვლელობას ცდილობდნენ, რადგან ქმრები, წლების განმავლობაში, სტერეოტიპული შეხედულებების საფუძველზე, სისტემატურად აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და დამამცირებელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით მიმართავდნენ.
- გვხვდება ტრანსფობიური ფემიციდის შემთხვევაც, როდესაც ქალი იმიტომ მოკლეს, რომ ტრანსგენდერი ეგონათ.
- ერთ საქმეში კაცმა სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა სექსუალური მომსახურებისთვის მასთან სახლში მისულ სექსმუშაკს.
ვინ ფიქრობს ბავშვებზე, რომლებიც ფემიციდის გამო დაზარალდნენ?
2020 წლიდან, საქართველოს პროკურატურა დაზარალებულად ცნობს მოკლული ქალების იმ მცირეწლოვან თუ არასრულწლოვან შვილებს, რომლებიც შეესწრნენ ფემიციდის შემთხვევას ან გაიგონეს მსხვერპლის ხმა.
თუმცა, როგორც ირკვევა, პროკურატურას არაერთგვაროვანი პრაქტიკა აქვს: მაგალითად, ოთხ საქმეში პროკურატურამ კვლავ ცნო დაზარალებულად არასრულწლოვანები იმის გამო, რომ დედის მიმართ ჩადენილი ძალადობის მოწმეები იყვნენ, თუმცა ოთხ საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ ფემიციდი/ფემიციდის მცდელობა დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მოხდა, პროკურატურამ არასრულწლოვანები დაზარალებულად არ ცნო.
,,შეშინებული გამოვედი მისაღები ოთახიდან და დავინახე დედაჩემი სამზარეულოს იატაკზე. ამაზე ჩავვარდი შოკში, ტვინი გამეთიშა და ამის მერე არაფერი აღარ მახსოვს“, - ეს ერთ-ერთი არასრულწლოვანის სიტყვებია, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში პროკურატურამ დაზარალებულად არ ცნო.
არადა, ის მკვლელობის დროს სახლში იყო, ესმოდა ძალადობის ხმები და გასროლის ხმაზე გამოსულმა, ნახა სასიკვდილოდ დაჭრილი დედაც.
სახალხო დამცველი წერს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 26-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ, ძალადობის მსხვერპლად აღიარონ ბავშვები, რომლებიც შეესწრნენ ოჯახში ძალადობას.
ასევე ნახეთ მკვლელობა ავტობუსში - ფემიციდის უცვლელი სტატისტიკა - რას არ აკეთებს სახელმწიფორა ხარვეზები იკვეთება ფემიციდის გამოძიების დროს?
როგორც წესი, ეს დანაშაულის დროს გენდერული მოტივის გამოკვეთაა.
სახალხო დამცველი წერს, რომ გაანალიზებულ საქმეთა მნიშვნელოვან ნაწილში გამოძიებამ შეძლო გენდერული მოტივის გამოკვეთა და საქმისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება, თუმცა გვხვდება პრობლემური სისხლის სამართლის საქმეებიც, სადაც გამოძიებამ ან ვიწროდ განმარტა გენდერის ნიშანი, ან საერთოდ არ შეისწავლა საქმე გენდერულ ჭრილში.
ასევე ნახეთ დღესასწაულებზე მოკლული ქალები - ოჯახში ძალადობა ფოიერვერკებს მიღმაროგორ ესმის სასამართლოს “გენდერის ნიშნის” განმარტება
მოსამართლეებს ერთმანეთისგან განსხვავებულად ესმით გენდერული ნიშნის შინაარსი.
როგორც წესი, წერს სახალხო დამცველი, პირველი ინსტანციის მოსამართლეებს უჭირთ გენდერული ნიშნის ფართოდ განმარტება და ამ ნიშნის დასადგენად ძირითადად არკვევენ, ხომ არ უკრძალავდა ბრალდებული დაზარალებულს ტელეფონით და სოციალური ქსელით სარგებლობას, დასაქმებას, გარკვეულ პირებთან ურთიერთობას ან, აკონტროლებდა თუ არა ბრალდებული დაზარალებულის ქცევასა თუ ჩაცმულობას.
ამ კითხვებზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი, გენდერული ნიშანი გამოირიცხებოდა ხოლმე.
ასე მოხდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს შემთხვევაშიც, როცა შერიგებაზე უარის გამო განაწყენებულმა კაცმა მეუღლეს დანის მრავალი ჭრილობა მიაყენა.
სასამართლო კი განმარტავდა, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ შერიგებაზე უარს მოჰყვა დანაშაული, გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებად ვერ მიიჩნეოდა.
იყო არაერთი ისეთი შემთხვევაც, როცა სასამართლომ რისკი სათანადოდ ვერ შეაფასა, მოძალადე არ დააპატიმრა, რაც ქალის მკვლელობით დასრულდა.
ასევე ნახეთ ახალი წელი ქალების გარეშე - ფემიციდი 2022 წელსგენერალური პროკურატურის მონაცემებით:
2022 წლის 12 თვის მონაცემებით, ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილია 11 ქალის მკვლელობა. 6 შემთხვევაში გამოიკვეთა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი.
მათგან 3 ქალი იყო 18-დან 30 წლამდე.
- 5 ქალი - 30-დან 40 წლამდე.
- 1 ქალი - 40-დან 50 წლამდე .
- 2 ქალი - 50-დან 60 წლამდე.
2022 წლის 12 თვის მონაცემებით, არაოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილია 10 ქალის მკვლელობა. მათი ასაკი 30-დან 70 წლამდეა.
ასევე ნახეთ როცა იმიტომ გკლავენ, რომ ქალი ხარ - რატომ ვერ მცირდება ძალადობის და ფემიციდის სტატისტიკაფემიციდი არის გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა, ანუ ქალის მკვლელობა, რომლის ჩადენის მოტივი ან კონტექსტი დაკავშირებულია ქალის მიმართ გენდერულ ძალადობასთან, დისკრიმინაციასთან ან ქალის დაქვემდებარებულ როლთან, რაც გამოიხატება ქალზე უფლებების ქონის სურვილით, ქალთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებით, მისი ქცევის კონტროლით, ან მის გენდერთან დაკავშირებული სხვა მიზეზით, ასევე, ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანა ზემოაღნიშნული მიზეზებით.
*თუ ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის შესახებ, დარეკეთ ნომერზე 112 ან 116 006