რამდენიმე მძიმე ფაქტი უსინათლოების სკოლიდან
Your browser doesn’t support HTML5
ფანჯრიდან გადმოვარდნილი მოსწავლე, ბავშვები, რომლებსაც საკვები არ ჰყოფნით, ავარიული შენობა... ეს არასრული ჩამონათვალია იმ ფაქტებისა, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა უსინათლო სკოლა-პანსიონის (N 202) შემოწმებისას გამოავლინა. პანსიონი საქართველოში ერთადერთია. თავის მხრივ, სკოლის პედაგოგები ამბობენ, რომ სკოლას რესურსი არ ჰყოფნის დაკისრებული მოვალეობები შეასრულოს.