"გამოსავალი იქნება გაყინული სახელმწიფო რესურსების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვა"

15 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო რამაზ გერლიანი, ეკონომიკის დოქტორი, "ეკონომიკური ალტერნატივის" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ ეკონომიკის სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებებსა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ, მამუკა ბახტაძის ეკონომიკურ იდეებზე. ცალკეულ ნაბიჯებისა თუ გაცხადებული პრინციპების შეფასებების მიღმა, რამაზ გერლიანმა ილაპარაკა იმის შესახებაც, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში არც ერთმა ხელისუფლებამ არ გააკეთა - სახელმწიფოს ხელში კვლავაც რჩება აქტივების უდიდესი ნაწილი, რაც აკლდება ეკონომიკას.

Your browser doesn’t support HTML5

რამაზ გერლიანი მთავრობებსა და საბაზრო ეკონომიკაზე