რაიან სმითის უკანასკნელი პროექტი
Your browser doesn’t support HTML5
ქალაქ მარნეულიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარე სოფელ ქოსალარში რაიან სმიტის უკანასკსკნელ პროექტზე მუშაობენ. სამი ადგილობრივი ქალი მოზრდილ ხალიჩას ქარგავს, რომელიც რაიან სმითმა სიკვდილამდე 2 კვირით ადრე შეუკვეთა.
ადგილობრივები ამბობენ, სმითების ოჯახის მკვლელობის შემდეგ, 12 ქალი, ფაქტობრივად, საკუთარი შემოსავლის გარეშე დარჩა. მეხალიჩეები ახალ დამკვეთს ელოდებიან. ამერიკელი რაიან და ლორა სმითები, 4 წლის შვილთან ეთად, 5 ივლისს ხადას ხეობაში მოკლეს.
სმითებმა, რომლებიც საქართველოში 6 წელზე მეტხანს ცხოვრობდნენ, საქართველოში ორმაგი მოქალაქის სტატუსი 2012 წელს მიიღეს. ისინი ცხოვრობდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადაც ხელით ნაქსოვი ხალიჩების ბიზნესი ჰქონდათ და სოციალურ პროექტებს ახორციელებდნენ.