რა ხდება თეთრ ხიდზე

Your browser doesn’t support HTML5

თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისში დაიწყო და აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. კომპანია „ალმა რუს საქართველომ" ქუთაისის მერიის მიერ მეორედ გამოცხადებულ ტენდერში 435 999 ლარად გაიმარჯვა. კომპანია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 220 ლარით ჯარიმდება. ხიდი ფეხით მოსიარულეთათვის გადაკეტილია.