რა ცვლილებებს შეიძლება ველოდეთ სომხეთში

სომხეთის პარლამენტმა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად აირჩია ოპოზიციური ფრაქცია „ელკის“ თავმჯდომარე ნიკოლ ფაშინიანი. ქვეყნის მმართველის შეცვლას სომხეთში წინ უძღოდა რამდენიმეკვირიანი გამოსვლები, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის, პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ დაიწყო. პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ვკითხეთ, რას გამოიწვევს სომხეთში მიმდინარე მოვლენები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონში.