რა მოხდება, თუ კავკასიონზე მყინვარები დადნება?

Your browser doesn’t support HTML5

კავკასიონზე მყინვარების დნობის პროცესი გრძელდება. ბოლო საუკუნის განმავლობაში მათი მთლიანი ფართობი დაახლოებით 40 %-ით შემცირდა. მყინვარების დნობა კლიმატის ცვლილებამ - გლობალურმა დათბობამ გამოიწვია. ამ ვიდეოში რადიო თავისუფლებამ გლაციოლოგ ლევან ტიელიძის დახმარებით მოკლედ მიმოიხილა რა მოხდება, თუ მყინვარები მთლიანად დადნება და რა შეუქცევადი პროცესი მოჰყვება ამას მსოფლიოსა და საქართველოში. 22 აპრილს მსოფლიომ დედამიწის დღე აღნიშნა - 2020 წელს ამ დღის მთავარი თემა სწორედ კლიმატის ცვლილება იყო.