რა მდგომარეობაშია ძეგლები მთაწმინდის პანთეონში

მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში საფლავის ქვებისა და ბიუსტების ნაწილი დაზიანებულია. პანთეონი 1929 წელს გაიხსნა და იქ 45 ადამიანია დაკრძალული.

შესასვლელის აბრაზე სიტყვა მთაწმინდას „მ“ აკლია.

დიმიტრი ყიფიანის ბიუსტი გაშავებულია.

გაშავებულია დავით ერისთავის ბიუსტიც.

ვასო აბაშიძის ბიუსტი გაშავებულთან ერთად დაზიანებულიცაა.

კოტე მარჯანიშვილის სამახსოვრო ქვამ ფერი იცვალა.

სიმონ ჯანაშიას საფლავზე ქვები რამდენიმე ადგილას არის გატეხილი.

გაბზარულია ვასილ ბარნოვის საფლავის ქვა.

თითქმის ყველა ბიუსტს ლაქები ატყვია.

შალვა დადიანის საფლავის ქვაზე უზარმაზარი ბზარი ჩანს.

პანთეონის ძეგლების ავტორები არიან ცნობილი მოქანდაკეები:ელგუჯა ამაშუკელი, მერაბ ბერძენიშვილი, დავით კაკაბაძე, იაკობ ნიკოლაძე, გოგი ოჩიაური, ფელიქს ხოდოროვიჩი და სხვა.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ პანთეონის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყება.