პროკურატურა დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებას ითხოვს. მიზეზი 20 ივნისს აქციის მონაწილეებისთვის პარლამენტში შეჭრისკენ მოწოდებაა. რადიო თავისუფლება გთავაზობთ ნიკა მელიას ერთ-ერთი გამოსვლის ტექსტს 20 ივნისის აქციაზე:
ნიკა მელია: „ბევრს არ ვილაპარაკებ. დღეს აქ არცერთი არ არის პოლიტიკოსი, დღე ყველა არის საქართველოს მოქალაქე. აქ მოვედით ყველა, ვინაიდან ღირსება შეელახა არა თითოეულ ჩვენგანს, არამედ სახელმწიფოს. ფეხქვეშ გაითელა სახელმწიფოს ყველა სიმბოლიკა, რომელიც არსებობს, რომლის გამოც არწუხელიძე დახვრიტეს, დროშის გამო დახვრიტესლ;რომლის გამო ტატუნაშვილი, ოთხოზორია, შინდისის ბიჭები და მრავალი ათასი ჩვენი წინაპრები დაიღუპნენ. დღეს რა მოხდა ხალხნო, ის ვინც ჩვენ გვხვრეტდა, ის ვინც ჩვენ გვაწამებდა საუკუნეების განმავლობაში, მისი ბოროტი ძალის წარმომადგენელი, აი, აქ ასევე სიმბოლოში მოკალათდა, მთავარ სავარძელში, ისე რომ წარბიც არ ატოკებია. მე მინდა გკითხოთ თქვენ, არ მინდა სიტყვა გითხრათ, მინდა გკითხოთ - რატომ უნდა ვიდგეთ ჩვენ დღეს პარლამენტის წინ და რატომ არ უნდა ვიდგეთ ჩვენ პარლამენტის შენობაში? მე მიმაჩნია, რომ ერთი საათის განმავლობაში თუ არ გადადგება ის, ვინც უნდა გადადგეს, მე მიმაჩნია, ხალხნო, აქჩვენ არაფერი არ გვესაქმება, პარლამენტის წინ. ჩვენ უნდა შევიდეთ პარლამენტში. ჩვენ უნდა შევიდეთ მშვიდობიანი, ხელებაწეული პარლამენტის შენობაში. გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი. და რომ გადადგებიან, მერე დაველოდებით. ამაზე მეტის თქმას, მე ახლა ამაზე მეტის თქმას არ ვაპირებ. დიდი მადლობა“.