რა ბედი ეწია რუსეთის ქარვის ოთახს

რუსული ქარვის ოთახი, ფოტო გადაღებულია 1917 წელს. ეს სივრცე ტონობით გათლილი ქარვით, ოქროთი და ძვირფასეულობით არის მოპირკეთებული. ოთახი 1716 წელს პეტრე დიდს პრუსიამ მიართვა საჩუქრად. ზოგი მას მსოფლიოს „მერვე საოცრებას“ უწოდებს.

ქარვა ხის გაქვავებული ფისია, რომელიც ათეულობით მილიონი წლის განმავლობაში მიწის ქვეშ ძვირფასი ქვის მსგავს მასად იქცა. გამჭვირვალე, კარამელისებური სილამაზის გამო ის პრეისტორიული ხანიდან ძვირად ფასობს.

ქარვის ოთახი 1941 წლამდე სანკტ-პეტერბურგში ეკატერინეს სასახლეში  იყო, ყოფილ სამეფო რეზიდენციასთან.

როდესაც საბჭოთა კავშირში გერმანელები შეიჭრნენ,  ეკატერინეს სასახლის მცველები შეეცადნენ ქარვის ოთახი დაეშალათ და გადაემალათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც რამდენიმე ნაჭერი მუშების ხელთათმანებში ჩაიმსხვრა, გადაწყვიტეს ოთახი ყალბი კედლებით დაეფარათ.

რუსული საგანძურის დამალვის მცდელობის ამბავმა ნაცისტებამდეც მიაღწია. ის გადაიტანეს კენიგსბერგში, ახლანდელ კალინინგრადში (მაშინ ჯერ კიდევ გერმანიას ეკუთვნოდა) და ძველ ციხეში დამალეს.

მალე ომის ბორბალი უკან დატრიალდა და საბჭოთა ჯარები ნაცისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. როდესაც წითელი არმია კენიგსბერგში შევიდა, მოკავშირე ძალები მას ჰაერიდან დაეხმარნენ, რის გამოც ქალაქის დიდი ნაწილი დაინგრა. 

კენიგსბერგი ომის შემდეგ. ბევრი ექსპერტი, რომელიც ქარვის ოთახის ბედს იკვლევდა, მიიჩნევდა, რომ ფასდაუდებელი პანელები ხანძრის დროს განადგურდა. მაგრამ დადიოდა ხმები, რომ გაქცევისას გერმანელებმა პანელები საზღვარგარეთ ორთქლმავლით წაიღეს.

გემმა წითელი არმიის შემოჭრას გაასწრო. ორთქლმავალი, სახელად Karlsruhe, ერთ-ერთი გახლდათ იმ 158 გემიდან, რომელიც მასობრივი ევაკუაციის დროს ჩაიძირა. გემზე 1058 ადამიანი და დიდი ოდენობით ტვირთი იყო.

30 სექტემბერს პოლონელი მყვინთავების ჯგუფმა განაცხადა, რომ პოლონეთის სანაპიროზე Karlsruhe-ს  ნარჩენები იპოვეს.

ფოტო გადაღებულია გემის შიგნით, რომელიც, როგორც ამბობენ, საბჭოთა სამხედრო თვითმფრინავებმა ჩაძირეს. პოლონელმა მყვინთავებმა განაცხადეს, რომ გემი „თითქმის დაუზიანებელია“.  შიგნით იპოვეს სამხედრო მანქანები, ფოსფორი და უამრავი ყუთი გაურკვეველი შიგთავსით.

მალე გაირკვევა კიდევ რა ტვირთი მიჰქონდა გემს.

საგანძურის გაუჩინარების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ ქარვის ოთახის აღსადგენად ოსტატები დაიქირავა, რომელთა შორის იყო ვიაჩესლავ კურაკუნი.

ოსტატი რეკონსტრუქციისთვის ისტორიულ ფოტოს იყენებს. ოთახის აღდგენას 24 წელი დასჭირდა.

ქარვის ოთახი დღეს. მყვინთავებიდან ერთ-ერთი, რომელიც გერმანული გემის აღმოჩენაში მონაწილეობდა, ამბობს, რომ შესაძლებელია ჩაძირული გემის მეშვეობით ლეგენდარული ოთახის შესახებ რაიმე ახალი გაიგონ.