პარლამენტის სხდომათა დარბაზში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების კენჭისყრის წინ იმდენად მძაფრი სუნი დადგა, რომ პლენარული სხდომა შეწყდა და დარბაზი დაიცალა.
- პარლამენტარების ნაწილმა მძაფრი სუნის მქონე სითხის დაღვრას ტეროტისტული აქტი უწოდა;
- სასწრაფოს ეკიპაჟებმა პარლამენტის თანამშრომლებს სამეციდინო დახმარება აღმოუჩინეს, 1 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს;
- მოძრაობა სირცხვილიამ განაცხადა, რომ დარბაზში პროტესტის ნიშნად გამოყენებული იყო პრეპერატი ASD ფრაქცია 2;
- შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების მუხლით. ამ მუხლით მინიმუმ 3-წლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული.
საშიშია თუ არა ASD ფრაქცია 2
ASD ფრაქცია 2 რუსული წარმოების პრეპარატია. ეს უფერული, სპეციფიკური სუნის მქონე სითხე ძირითადად ვეტერინარიაში ანტისეპტიკად და იმუნოსტიმულატორად გამოიყენება.
პრეპარატის შეძენა იოლად შეიძლება ონლაინმაღაზიებში, მათ შორის, ამაზონზეც.
ASD ფრაქცია 2-ის აღწერაში მითითებულია, რომ მას აქვს ლეშის იმდენად მძაფრი სუნი, რომ არომატებისადმი მგრძნობიარე ადამიანებში შესაძლებელია ღებინების რეფლექსი გამოიწვიოს. ღია ჭრილობაზე ან ლორწოვან გარსზე, მაგალითად, თვალში მოხვედრის შემთხვევაში, შესაძლებელია, ადამიანს გაუჩნდეს წვის შეგრძნება.
პრეპარატის აღწერაში მითითებულია ისიც, რომ ის რუსმა მეცნიერმა გასული საუკუნის 40-იან წლებში შექმნა. პრეპარატის მოქმედების დადებით ეფექტებსა და გამოყენების ფართო სპექტრზე ინტერნეტში არაერთი სტატია იძებნება. თუკი FORUM.GE-ზე 2015 წელს გახსნილ თემას გადავხედავთ, ამ პრეპარატს კარგად იცნობენ საქართველოშიც. მას ადამიანები არატრადიციულ მედიცინაში იყენებენ და მომხრეებთან ერთად ბევრი სკეპტიკოსიც ჰყავს.
რა ვიცით ამ მომენტისთვის მათზე, ვინც სითხე დარბაზში დაღვარა
მაშინ, როდესაც უმრავლესობის წევრები პარლამენტში სუნის გავრცელებაში ოპოზიციის წევრებს ადანაშაულებდნენ და „ევროპული საქართველოს წევრები“, ირმა ნადირაშვილი და გიგა ბოკერია ამ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებდნენ, გავრცელდა კადრები, სადაც, როგორც ამ კადრების გამავრცელებელი მედიები წერენ, სავარაუდოდ, სუნის მქონე ხსნარის დასხმა ჩანს.
კადრებში არ ჩანს არც ხსნარის დასხმა და არც რაიმე ჭურჭელი, სადაც შეიძლება ხსნარი ყოფილიყო. კადრებში ჩანს „ევროპული საქართველოს“ ორი წევრის, ირმა ნადირაშვილისა და ლელა ქებურიას მოძრაობა პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ამ კადრებში რამდენიმე წამით ჩნდება დარბაზის იატაკი, სადაც წვეთები შეიმჩნევა.
მოძრაობა „სირცხვილია“, რომელმაც მძაფრი სუნის სითხის დასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, ამბობს, რომ საპროტესტო ხსნარად გამოყენებული იქნა ანტისეპტიკური სტიმულატორი ASD ფრაქცია 2, რომელიც სრულიად უსაფრთხოა.
მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები მაშინ, როცა პარლამენტში სუნი გავრცელდა, დარბაზში არ იმყოფებოდნენ. შესაბამისად, პასუხისმგებლობის აღების მიუხედავად, კითხვა, ვინ დაასხა ხსნარი პარლამენტში, უპასუხოდ რჩება.
ასევე ნახეთ სალომე ბარკერი: თუ რამე ყარს დღეს, ეს არის ზუსტადაც ივანიშვილის სისტემატექნიკური შესვენებიდან რამდენიმე საათში, დარბაზში კრიმინალისტების სამუშაოს დასრულების შემდეგ, პლენარული სხდომა განახლდა და „ქართულმა ოცნებამ“ უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლე უვადოდ დანიშნა.