ოპოზიციამ ხელისუფლების წინადადებები განიხილა - რა არ უნდა გამოგრჩეს 7 დეკემბერს

ოპოზიციამ მოლაპარაკებების მესამე რაუნდის წინ გეგმები შეათანხმა

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შესაძლოა დღეს ან ხვალ გაიმართოს. ამ შეხვედრამდე, 6 დეკემბერს, ოპოზიციის ლიდერებმა გეგმები კიდევ ერთხელ განიხილეს.

„ლელოს“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ მათ დაადასტურეს, რომ ერთობლივად მსჯელობდნენ 4 დეკემბერს, ელჩების დახმარებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის გაგზავნილი შეთავაზების საპასუხოდ მიღებულ წინადადებებზე.

ოპოზიციის ერთიანი მიდგომის მთავარ ქვაკუთხედად, ლიდერების თქმით, კვლავ ვადამდელი არჩევნები რჩება. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კი გუშინ კიდევ ერთხელ გააჟღერა პარტიის პოზიცია - „ვადამდელი არჩევნები გამორიცხულია“. ასე მიდიან მხარეები მოლაპარაკებების მესამე რაუნდისკენ.

ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდგომი განცხადებები, წაიკითხე აქ.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

6 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ინფიცირებული პაციენტებიდან მძიმედ არის შეფასებული 1 066-ის მდგომარეობა. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებულია 420 პირი: თბილისში - 187, აჭარაში - 88, იმერეთში - 48. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ვირუსის სწრაფი გავრცელების პარალელურად, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოთხი სართულის ფლიგელების რემონტი დაიწყო. მიზანი დამატებითი საწოლფონდის მობილიზებაა.

წაიკითხე მეტი.

სომხეთში პრემიერზე ოპოზიციის ზეწოლა იზრდება, მას გადადგომის მოთხოვნით ულტიმატუმი წაუყენეს

სომხეთის ოპოზიცია გააქტიურდა და გაზარდა ზეწოლა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე, რომელსაც გადადგომისკენ მოუწოდებენ მთიანი ყარაბაღის თაობაზე რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანთან დადებული საზავო შეთანხმების გამო.

20 ათასამდე ადამიანი მივიდა ერევნის ცენტრალურ მოედანზე, რომლებიც ნიკოლ ფაშინიანს „მოღალატეს“ უწოდებდნენ. დემონსტრანტები შემდეგ ფაშინიანის რეზიდენციისკენ გაემართნენ.

წაიკითხე მეტი.

გამოკეთდება თუ არა COVID-19-ით დაზარალებული მსოფლიო ეკონომიკა 2021 წელს?

პანდემიას ცოტანი თუ გადაურჩნენ. COVID-19 თითქმის ყველა ქვეყანას შეეხო. როგორც სტატისტიკა მოწმობს, დეკემბრის მონაცემებით მსოფლიოში ინფექცია შეეხო 63 მილიონ ადამიანს. მათგან 1,25 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

მაგრამ ბევრად უფრო მეტს - მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს - შეეხო ამკრძალავი ზომები, რომლების მეშვეობითაც მთავრობები ცდილობენ შეაკავონ ვირუსის გავრცელება. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ მასშტაბის ზომებს ატარებენ.

ზოგმა ქვეყანამ დიდი მოცულობის ფისკალური სახსრები გაიღო კომპანიების, ოჯახებისა და დაუცველი პირების დასახმარებლად. მთლიანობაში, 2020 წლის მარტიდან მოყოლებული, ამ ხარჯებმა 12 ტრილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.

როგორია 2020 წლის ეკონომიკური შეჯამება, პროგნოზები და ვაქცინასთან დაკავშირებული მოლოდინები? წაიკითხე მეტი.