გიორგის 40 დღე
გუშინ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. გიორგის საფლავზე მივიდნენ მისი მეგობრები და ოჯახის წევრები. გამოძიება ჯერ კიდევ ეძებს და აგროვებს იმ მტკიცებულებებს, რომლებმაც 19 წლის ფეხბურთელის განზრახ მკვლელობის ფაქტი უნდა დაადასტუროს.
17 დაკავებული ბრალდებულიდან, ცალკე წარმოებად გამოყოს 11 სრულწლოვანი ბრალდებულისა და 6 არასრულწლოვანი ბრალდებულის საქმე.
11 სრულწლოვანს ამ ეტაპზე, ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა.
ამ დრომდე არ არის ცნობილი საქმეზე დანიშნული ტრანსოლოგიური, ბიოლოგიური, გენეტიკური, დაქტილოსლოპიური, ნიადაგისა თუ სხვა ტიპის ექსპერტიზის პასუხები. არაფერია ცნობილი, მაგალითად, საქმეში არსებული ყველაზე გახმაურებული და ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულების, არაგვის ხიდის ბურჯზე ნაპოვნი გიორგი შაქარაშვილის კუთვნილი შავი წელის ჩანთის ექსპერტიზის პასუხების შესახებ.
სწორედ ამ კვლევებმა უნდა გასცეს პასუხი შეკითხვებს, თუ ვის და და სახის შემხებლობა ჰქონდა გიორგი შაქარაშვილთან გარდაცვალებამდე.
ველოდები, ველოდები, ველოდები - ინტერვიუ თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატთან
გამოძიების რპოცესშია მეორე გახმაურებული საქმე 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშილის გარდაცვალების გარემოებებზე. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი კი ამბობს, რომ მასსა და საქმეშეი ჩართულ დამოუკიდებელ ექპსერტებს უთვალთვალებენ.
რადიო თავისუფლებას მიხეილ რამიშვილი ამ და სხვა დეტალებზე ესაუბრა. ადვოკატს ამ დრომდე არ გადასცემია გამოძიებაში არსებული კამერების ჩანაწერები. გაუხსნელი რჩება თამარის კუთვნილი კომპიუტერი. დღეს უკვე ფეისბუკში მისი პროფილიც აღარ იძებნება. რას აპირებს ოჯახი და მოცულობით საქმეში რა მასალების ნაკლებობაზე საუბრობს ადვოკატი, წაიკითხე აქ.
ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიიდან შესაძლოა, რამდენიმე ქვეყანა ამოიღოს
ევროკავშირი აპირებს გადახედოს იმ ქვეყნების სიას, რომელსაც ერთი თვის წინ საზღვრები გაუხსნა. სიაში არის საქართველოც, თუმცა საზღვრები ამ დრომდე ცალმხრივად არის გახსნილი. რეგულარული ფრენები საქართველოს ჯერ არ განუახლებია.
საქართველო სავარაუდოდ სიის დატოვების კანდიდატი არც არის. სააგენტო „ბლუმბერგი“ ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამ ეტაპზე უსაფრთხოდ მიჩნეული 13 ქვეყნის სიიდან შესაძლოა, ამოიღონ კანადა, ჩინეთი, იაპონია, არლჟირი, მაროკო და სამხრეთ კორეა.
ევროკავშირმა თავიდანვე თქვა, რომ კორონავირუსისგან თავისუფალი და მოგზაურობისთვის უსაფრთხო ქვეყნების სია განახლებადი იქნებოდა, მას დაემატებოდა ან მოაკლდებოდა წევრები.
ამ ეტაპზე საქართველოსთვის საზღვრები უპირობოდ აქვს გახსნილი 5 ქვეყანას - გერმანიას, საფრანგეთს, ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს.
ამ თემაზე ასევე ნახე:
NDI: კორონავირუსის ვაქცინის არსებობის შემთხვევაში 46% არ აიცრებოდა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ს კვლევის თანახმად, კორონავირუსის ვაქცინა რომ არსებობდეს, აიცრებოდა საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 38%, 46% - არა, 15-მა პროცენტმა კი არ იცის.
ფოკუსჯგუფებში დასმულ დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რატომ არიან ვაქცინის წინააღმდეგი, შემდეგნაირი პასუხები გაიცა:
- “ყველაფერი დამოკიდებულია ვაქცინის ხარისხზე, მის წარმომავლობაზე”;
- “ თუ პანდემია შენელდება, მაშინ ვაქცინის საჭიროება აღარ იქნება“;
- “აცრა სავალდებულო თუ არ იქნება, ხალხი თავს შეიკავებს“;
- “მოვიცდი და დავაკვირდები. ისეთი ვაქცინით აცრის მეშინია, რომელიც ახალია და დიდი ხანი არ არსებობს“.
NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1 550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.
თბილისის სიცხით გამოცდა
„თბილისში დაიწყო აუტანელი სიცხეები. ვინ აიტანს ამ სიცხეებს? - მიპასუხეთ, აუტანელო სიცხეებო! - ვერავინ?! - მაშ, რატომ ხართ აუტანელი? იმიტომ რომ ვერ აგიტანონ?! მაშ, აგიტანთ!“ – ეს ჩანაწერი შოთა ჩანტლაძეს 4 აგვისტოთი აქვს დათარიღებული, ივლის-აგვისტო კი ის თვეებია, როცა თბილისში მზე უბრალოდ კი არ ანათებს, არამედ ქალაქის ქუჩებში დადის და თან დადის, სხვა თვეების მზეებთან შედარებით, ბევრად აღმატებული, იმდენად, რომ ჩრდილოეთიდან ჩამოსულ ტურისტ ბიჭუნას მისდაუნებურად დააცდენინებს: Ой, мама, сколько солнца... („უი, რამდენი მზეა, დედა...“).
ასე რომ, თუ ივლის-აგვისტოში თბილისს შემორჩენილმა მეგობრების წრეში ან ფეისბუკში დაიჩივლე, ზაფხულს ზამთარი მირჩევნიაო, ეს იმას ნიშნავს, რომ გამოცდას ვერ გაუძელი, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ მრავალათასიანი არმიის რიგები შეავსე, რომლის წევრებიც ზაფხულში ზამთარს მისტირიან, ზამთარში კი - ზაფხულს. ამგვარი მერყევი ადამიანების რიცხვი, როგორც უკვე ითქვა, დიდია და თქვენ კარგ კომპანიაში ხართ. სიცხის გამო შეწუხებულებზე, ლიტერატურაზე თბილისურ ზაფხულსა და თბილისუ ზამთარზე წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის ბლოგში.
აირჩევენ თუ არა მეორედ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის რექტორად გიორგი შარვაშიძეს, - ახალი დეტალები მისი დისერტაციის შესახებ. როგორ აირჩიეს ავთანდილ სილაგაძე აკადემიურ საბჭოში მესამედ. თსუ-ს პროფესორის სამეცნიერო ნაშრომების ბიბლიოგრაფია, მისი და მისი ოჯახის წევრების სტატიებით. თსუ-ს აკადემიური პერსონალის შერჩევის ბუნდოვანი კრიტერიუმები და განსხვავებული მოსაზრების გამო უნივერსიტეტიდან გაშვებული პროფესორები. "თავისუფლების მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიება.