არჩევნები 2020: მმართველი გუნდის ახალი ინიციატივა - რა არ უნდა გამოგრჩეს 27 აგვისტოს

"ქართული ოცნების" ინიციატივა: ვის დასჯიან ამომრჩევლის დაშინებისთვის?

ივლისში პარლამენტმა კენჭი უყარა საარჩევნო კანონში შესატან ცვლილებებს. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესის დასასრულს ჰგავდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ დასასრული არ იყო. 26 აგვისტოს ახალი ცვლილების ინიციატივით გამოვიდა „ქართული ოცნება“.

ჯარიმა, შინაპატიმრობა ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე - ასეთ სასჯელს დაექვემდებარება ამომრჩევლების „სხვადასხვა ფორმით“ დაშინება ან იძულება, რაც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას ისახავს მიზნად.

ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააცნო საზოგადოებას. მან დააკონკრეტა მიზეზებიც: არჩევნების ხარისხისა და ამომრჩეველთა ნდობის ამაღლება, ასევე ოპონენტებისთვის "სათანადო პასუხის" გაცემა.

აუცილებელია თუ არა კანონის გამკაცრება არჩევნების მიჯნაზე? არის ეს არჩევნების ხარისხის ასამაღლებელი აუცილებელი ნაბიჯი, მოჩვენებითი ძალისხმევა თუ ოპონენტების დასჯის სურვილი? - წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის ბრალდებულ მამას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანასა და მასზე ძალადობაში ბრალდებულ მამას, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებული ფრიდონ აბჟანდაძე თავს უდანაშაულოდ თვლის. როგორც მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, „ცამდე მართალია“, „მაინც შევხვდებით ერთმანეთს ძმაკაცურად“, - თქვა მან სასამართლო პროცესზე.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება და მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე. მომდევნო სასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება.

წაიკითხე მეტი.

შაქარაშვილის საქმეზე განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს, 27 აგვისტოს მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.

გამოძიებამ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალი 5 პირს 11 აგვისტოს წაუყენა. ესენი არიან ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ. და ა.ქ. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი 30 წლის ბრალდებულის ნიკოლოზ რევაზიშვილი ძმას ესაუბრა. გამოძიების ვერსიით, სწორედ მან და მასთან ერთად მყოფმა არჩილ გაგნიძემ მოუჭრეს გზა გიორგი შაქარაშვილის და ალყაში მოაქციეს. ბრალის დამტკიცებით შემთხვევაში, ნიკოლოზ რევაზიშვილს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ელის. რევაზიშვილი ბრალს არ აღიარებს. მის უდანაშაულობაში დარწმუნებულია ძმაც. წაიკითხე მეტი აქ.

ამ თემაზე ასევე ნახე:

კომუნიკაციების კომისია არჩევნების წინ მედიასაშუალებებისთვის წესებს ცვლის

კომუნიკაციების ეროვნული კომისია საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე მედიასაშუალებებისთვისწინასაარჩევნო პერიოდში შესასრულებელ წესებს ცვლის. საკითხზე გადაწყვეტილებას კომუნიკაციების კომისია დღეს გამოაცხადებს.

ცვლილებების პროექტის მიხედვით, საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობის ნაწილი არამხოლოდ მაუწყებლებზე, არამედ ონლაინ და ბეჭდურ მედიაზეც შეიძლება გავრცელდეს.

ასევე დოკუმენტით, აიკრძალება არჩევნებამდე 50-ე დღეზე ადრე პოლიტიკური რეკლამის განთავსება.

საქართველო ემზადება საერთაშორისო სამხედრო სწავლებისთვის "ღირსეული პარტნიორი"

სექტემბერში, საქართველოში მეხუთედ ჩატარდება საერთაშორისო სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ (Noble Partner 2020).

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7-18 სექტემბერს დაგეგმილ სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო.

წლევანდელი სწავლების მიზანია საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწავლების მთავარი გზავნილია: „ძალა პარტნიორობაშია“.

წაიკითხე მეტი.

პილიგრიმობა ოკუპანტის კურთხევით?

26 აგვისტო რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების დღეა, თუმცა დე ფაქტო რესპუბლიკის პოლიტიკური ცხოვრებისათვის ამ მნიშვნელოვანი მოვლენის მორიგი წლისთავი თითქმის სრულად გადაფარა პოლიტიკურმა სკანდალმა, რომელიც გამოიწვია აფხაზეთში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების „გასაიდუმლოებულმა“ სტუმრობამ.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ირმა ინაშვილისა, და დეპუტატ გიორგი ლომიას საეჭვო პილიგრიმობას ილორის ეკლესიაში ასევე დიდი ხმაური მოჰვა თბილისშიც.

„შევავედრეთ ჩვენი ქვეყნის სიკეთე ილორის ღვთისმშობელს, დავბრუნდით შემდეგ და საოცარი ამბები მესმის ჩემ შესახებ, ჩვენი პარტიის შესახებ“, - თქვა ირმა ინაშვილმა მას მერე რაც ინფორმაცია მედიით გავრცელდა.

რატომ ჩავიდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ოკუპირებულ აფხაზეთში არჩევნებამდე 2 თვით ადრე, რას ამბობენ ამ ვიზიტზე თბილისსა და სოხუმში? - წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

ნინა ბაჰინსკაია - სუსტი აღნაგობის, მაგრამ მტკიცე ფიგურაა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გამოსულთა შორის ბელარუსში.

1988 წლიდან მოყოლებული, ბაჰინსკაია სისტემატიურად მონაწილეობდა საპროტესტო გამოსვლებში და, მიუხედავად პოლიციის უპრეცედენტო სისასტიკისა დემონსტრანტების მიმართ, იქით ტუქსავდა უშიშროების ძალებს მინსკის ქუჩებში.

9 აგვისტოს არჩევნების შედეგებს არ აღიარებს დასავლეთი, მიიჩნევენ, რომ უმეტესად გაყალბებულია.