რა აინტერესებს ფუკუიამას საქართველოში?

Your browser doesn’t support HTML5

ფრენსის ფუკუიამა, სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის დირექტორი გასულ კვირაში სტუმრობდა საქართველოს. რადიო თავისუფლებამ მასთან ინტერვიუ ჩაწერა თბილისში, "დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრის" ოფისში, რომელიც ერთი წლის წინ ფრენსის ფუკუიამას ინიციატივით დაარსდა. ინტერვიუში ის ამ ცენტრისა და "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან" (EPRC) ერთად მისი კიდევ ერთი - უფრო ადრინდელი იდეის - "ლიდერობის აკადემია განვითარებისთვის" (LAD) შესახებაც ლაპარაკობს.