რომანში თხრობას პირველ პირში უძღვება გლეხი რიობალდუ, რომელიც ადრე ბანდიტი, ანუ „ჟაგუნსუ“ ყოფილა. რომანის ისტორიული პერიოდიზაცია გართულებულია, მაგრამ მოქმედების მსვლელობაში ნახსენები ბრაზილიელი ისტორიული პირების მიხედვით შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ რიობალდუს მოგონებები მოიცავენ პერიოდს მეცხრამეტე საუკუნის დასასრულსა და 1932 წელს შორის.
რიობალდუ ჰყვება თავის თავგადასავალსა და ბრძოლაზე ბრაზილიურ სტეპში, სერტანში, თავის დამკვიდრებისთვის. მთხრობელი იხსენებს, თუ როგორ გაიცნო ბავშვობაში ვაჟკაცური ბუნების ბიჭი რეინალდუ, როგორ აღმოჩნდებიან ბიჭები სახელოვანი ჟაგუნსუს, ჟუკა რამირუს, ბანდაში...