„ჟიგული“ „ხრუშჩოვკიდან“ ჩამოვიდა - დასრულდა ერა
Your browser doesn’t support HTML5
ცნობილი ცისფერი „ჟიგული“, რომელიც 27 წლის განმავლობაში იდგა დიღმის მასივის, მეოთხე კვარტლის, მეცხრამეტე კორპუსის, მეოთხე სართულზე 2 დეკემბერს ამწეთი ჩაიტანეს. მანქანის პატრონი, რომელმაც „ჟიგული“ 90-იანი წლების დასაწყისში, გაქურდვის შიშით საკუთარი ბინის მიშენებაზე აიტანა, რამდენიმე ხნის წინ გარდაიცვალა. მანქანის გატანის გადაწყვეტილება კი, მეზობლების თქმით, მისმა მეუღლემ მიიღო. ვიდეო, მანქანის გატანის კადრებით 2 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა სათაურით „ეპოქის დასასრული“. ჯერჯერობით უცნობია, სად დაიდო ბინა 90-იანი წლების ცნობილმა სიმბოლომ.