პროტესტის შეცვლილი ფორმები
Your browser doesn’t support HTML5
ზებრა გალიაში, ხელნაკეთი „ბუტკა“ და ნაგვის ურნა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, სახელმწიფო უწყებების "დაბოქლომებული" ჭიშკრები და საჰაერო ბუშტები - ტყუილი დაპირებების სიმბოლოდ - ეს ყველაფერი ახალგაზრდული მოძრაობების - „სირცხვილიას“, „გაბედეს“ და „შეცვალეს“ პროტესტის შემადგენელი ნაწილია. პროტესტი კი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. ახალგაზრდული მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას დისკომფორტს შეუქმნიან ყველგან, სადაც ისინი მივლენ, სადაც ისინი არიან.