პროტესტის 50 დღე
28 ნოემბერს საქართველოში დაიწყო მასობრივი გამოსვლები ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად. ათასობით ადამიანი ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდა, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ განაცხადა, რომ უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე.
საპროტესტო გამოსვლების პირველი ორი კვირის განმავლობაში აქციის მონაწილეების „საბრძოლო იარაღი“ ფეირვერკები იყო, ძალოვანების მხრიდან კი წყლის ჭავლი.
აქციის დასაშლელად შსს ხშირად იყენებდა გაზსს, თუმცა კერძოდ რომელს დღემდე არ გაუმხელია. ექიმების ნაწილი ირწმუნება, რომ შსს-მ ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციები დაშალა გაზის რეკომენდებულზე დიდი დოზით, რასაც ზოგ შემთხვევაში ჯანმრთელობის ხანგრძლივი დაზიანება მოჰყვა.
თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში აქციის მონაწილეებმა დაწვეს ან „დააპატიმრეს“ ბიძინა ივანიშვილის ფიტული.
„ქართული ოცნების“ მთავრობა მასობრივად აპატიმრებს აქციის მონაწილეებს. მათი უმეტესობა ადმინისტრაციული წესით, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო არის დაკავებული. ორმოცდაათამდე ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული. პროტესტის განმავლობაში დაკავებულთა რიცხვმა დაახლოებით ხუთასს მიაღწია.
აქციის მონაწილეებს აკავებდნენ ძალიას გამოყენებით. თითქმის ყველა განსასჯერლი, რომელიც სასამართლოს წინაშე წარსდგა ჰყვებოდა, რომ დაკავებისას და მას შემდეგ მას აგინებდნენ, ცემდნენ და აწამებდნენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, მმართველი პარტიის მიერ წახალისებული ე.წ. ტიტუშკები პირდაპირ ეთერში განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს. სპეცრაზმელის თავდასხმის შემდეგ თავის არეში მიღებული მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტი გურამ როგავა... მძიმედ დაშავდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა ათობით სხვა ჟურნალისტსა და ოპერატორს.
ფოტოზე გურამ როგავა
სასამართლომ ადმინისტრაციულ პატიმრობაში დატოვა ან ჯარიმა შეუფარდა თითქმის ყველა დაკავებულს. სისხლის სამართლით ბრალი წარედგინა 45 ადამიანს.
ფოტოზე: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, რევაზ კიკნაძე თვილისის საქალაქო სასამართლოში.
მას შემდეგ, რაც თბილისს მერმა კახა კალაძემ საახალწლო ნაძვის ხის აწყობა დაიწყო, აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად მასზე მიტინგებზე დარბეული, ნაცემი ხალხის ფოტოები დაამაგრა.
ყოველდღიურად იმართება საპროტესტო მარშები. უკვე გაიმართა ექიმების, მასწავლებლების, ფერმერების, მთამსვლელების, კახელების, სვანების, მეგრელების, გურულების და სხვების მარშები.
21 დეკემბერს თბილისში რუსთაველის ქუჩაზე აქციის მონაწილეებმა ხორუმი იცეკვეს. ხორუმის ჯაჭვში ასობით ადამიანი ჩაება.
28 დეკემბერს საქართველოს სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლე დატოვა, მაგრამ განაცხდა, რომ კვლავ რჩება პრეზიდენტად და ერთადერთ ლეგიტიმურ პირად მთავრობაში.
„თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე, სანამ ჩვენ არ დავნიშნავთ არჩევნებს და სანამ ჩვენ არ გვექნება თავისუფალი არჩევნები და ჩვენი არჩეული ღირსეული ხელისუფლება“,- უთხრა ხალხს სალომე ზურაბიშვილმა
29 დეკემბერს მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციისას პარლამენტის წინ ხალხი დიპლომებით მივიდ. ამით ისინი მიანიშნებდნენ, იმაზე, რომ ყაველაშვილს დიპლომი არა აქვს.
31 დეკემბრის ღამეს თბილისელების დიდი ნაწილი რუსთაველის გამზირზე შეხვდა. სუფრა, რომელზეც ტკბილეული, ხილი და ხაჭაპუები ეწყო თავისუფლების მეტროდან ოპერამდე იყო გაშლილი.
28 დეკემბერს გაიმართა აქცია „ერთობის ჯაჭვი“. აქციაში მთელი საქათველო მონაწილეობდა. ხალხი თბილისსა და რეგიონებში ქუჩებში გამოვიდა და ცოცხალი ჯაჭვი შეკრა.
დათო სიმონია მე-5 დღეა სოლიდარობის აქციას მართავს დროებითი მოთავსების იზოლატორთან, სადაც მისი მეგობარი იმყოფება. ზვიად რობაქიძე რესტორან ,,ბაბილოსთან” დააკავეს.
რესტორან „ბაბილოში“ შეკრებილ მოსამართლეებს ხალხმა საპროტესტო აქცია მოუწო. რესტორნიდან გამოსულ მოსამართლეებს აქციის მონაწილეებმა კვერცხები დაუშინეს.
15 იანვარს ჩატარდა აქცია „გაიფიცე საქართველო“. 15-18 საათების განმავლობაში აქციაში მონაწილეებმა მუშაობა შეწყვიტეს და ქუჩაში გამოვიდნენ. აქცია ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით და მასში ათობით კომერციული ორგანიზაცია მონაწილეობდა.