პრეზიდენტის განცხადებით, ღვთისმშობლის კვართი აფხაზეთთან გვაერთიანებს

Your browser doesn’t support HTML5

ღვთისმშობლის კვართი ჩვენთვის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა, რომელიც აფხაზეთთან გვაერთიანებს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. მან ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნაში მიიღო მონაწილეობა. ამ დღესასწაულზე ღვთისმშობლის კვართი მსვლელობით მიაქვთ დადიანების მუზეუმიდან ივერიის საკათედრო ტაძარში.