პომპეო: აშშ იფიქრებს, შეუჩეროს თუ არა ბელარუსს ნავთობის მიწოდება

Your browser doesn’t support HTML5

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ განიხილავს ბელარუსისთვის ნავთობის მიწოდების შეწყვეტას, იმის შემდეგ, რაც ხდება ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ბელარუსის ხელისუფლება ძალას იყენებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც აპროტესტებენ, მათი თქმით, გაყალბებულ არჩევნებს. ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა ალექსანდრ ლუკაშენკამ. პრაღაში რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში პომპეომ თქვა, რომ ვაშინგტონის მიერ შესაბამისი ზომების მიღებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რა მოუტანს მეტ სარგებელს ბელარუსიელ ხალხს.