მუსიკოსი, ჯგუფ “ქვემეხის” სოლისტი სანდრო ქერაული 2 მაისს, გმირთა მოედანზე “აგენტების კანონის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დააკავეს. რადიო თავისუფლების კადრებში ცხადად ჩანს, რომ ის საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გოგა მემანიშვილმა დააკავა; პოლიციის სამმართველოში სანდროს დაკავების ოქმი სულ სხვა პოლიციელმა შეავსო.
მუსიკოსმა 48 საათის შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორი ისე დატოვე, რომ ჯერაც არ იცის, იმსჯელებს თუ არა სასამართლო იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, რის გამოც 2 დღე იყო დაკავებული.
2 მაისის საღამოს გმირთა მოედანზე პოლიციამ სულ 23 ადამიანი დააკავა - მათ შორის იყო კიდევ ერთი მუსიკოსი, ჯგუფ Badford falls-ის წევრი, მიხო კალანდარიშვილი.