პოლიცია აკავებს და სცემს ადამიანებს მოსკოვში აქციებზე „სამართლიანი არჩევნებისთვის“
მუნიციპალიტეტის დეპუტატს, ალექსანდრა პარუშინას ხელკეტი თავში დაარტყეს და მან გონება დაკარგა
ადამიანები მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ ტვერის ქუჩაზე იმყოფებოდნენ, მათ არც პლაკატები ჰქონდათ
პოლიციამ და რუსეთის გვარდიამ ადამიანების დაკავება ჯერ კიდევ აქციებამდე დაიწყო
ძალოვანებმა გადაკეტეს გასასვლელები ტვერის ქუჩაზე და ადამიანებს მერიის შენობასთან არ უშვებდნენ
თუმცა აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ადგილას მაინც გაარღვიეს ბარიერები
პასუხად პოლიციამ დაიწყო ხალხის განდევნა ტვერის ქუჩის შესახვევებისკენ
ყველაზე მეტი ადამიანი დააკავეს ბრიუსოვის შესახვევთან და პუშკინის მოედანზე
ხალხი დააკავეს ხისტად, ხელკეტების გამოყენებით
მათ შორის იყვნენ ქალები და ხანშიშესული ადამიანები
მოგვიანებით დაკავებების ეპიცენტრმა გადაინაცვლა მეტრო „ტეატრალნაიასთან“ (Метро Театральная) და არბატზე
ამ დროს პოლიცია ირწმუნება, რომ აქციაზე დაახლოებით მხოლოდ 3500 ადამიანი იყო
მათ შორის 700 „ბლოგერი და ჟურნალისტი“ იყო
დაკავებულთა ზუსტი რიცხვი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, დაუდგენელია ბევრის ადგილსამყოფელი
მომიტინგეები მოითხოვდნენ მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატების - ლიუბოვ სობოლის, დმიტრი გუდკოვის, ილია იაშინისა და სხვების დაშვებას
მაგრამ საქალაქო საარჩევნო კომისია უარს ამბობს და საპროტესტო ტალღას „შანტაჟს“ უწოდებს