პოლიტიკური ლიდერები, სანამ მათ მსოფლიო გაიცნობდა

ბილ კლინტონი საქსოფონით. არკანზასი, 1958 წელი.

უკრაინის მომავალი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენკსი 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანების დასაწყისში.

მარგარეტ რობერტსი, მოგვიანებით პრემიერ-მინისტრი მარგარეტ თეტჩერი, მიწის თხილსა და ვაშლს ყიდულობს კენტში. 1950 წელი.

საბჭოთა სკოლის მოსწავლე, ყაზახეთის მომავალი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი.

ჰასან როჰანი, ირანის მომავალი პრეზიდენტი, სამხედრო სამსახურის დროს; მოგვიანებით როჰანიმ გლაზგოში, შოტლანდიაში ისწავლა, სადოქტორო თეზისი შარიათის კანონის მოქნილობაზე დაწერა და მაგალითად ირანის გამოცდილება მოიყვანა. ამ ნაშრომის გამო ზოგი პლაგიატშიც ადანაშაულებდა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, შემდეგ უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეული და ისევ აღდგენილი, მიხეილ სააკაშვილის ბავშვობა.

მომავალი კანცლერი ანგელა მერკელი 1973 წელს, გერმანიის გაერთიანებამდე 16 წლით ადრე, როგორც ჩანს ლაშქრობაშია და კოცონზე საჭმელს ამზადებს.

ნიკიტა ხრუშჩოვი და მისი პირველი ცოლი იეფროსინია საუკეთესო საკვირაო სამოსით. 1916 წელი. იეფროსინია რამდენიმე წელში ტიფით გარდაიცვლება, ნიკიტა კი პარტიულ მწვერვალებს დაიპყრობს და ბოლოს საბჭოთა კავშირის მეთაური გახდება.

ინგლისის პრინცესა ელისაბედი (მოგვიანებით დედოფალი ელისაბედ მეორე) ახალგაზრდა ჯარისკაცთა დამხმარეა. 1945 წელი.

ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი 1970-იანი წლებში.

კანადის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო (ცენტრში) მამის, ყოფილი პრემიერის, პიერ ტრუდოს დასაფლავების ცერემონიაზე. 2000 წელი.

ბორის ელცინი (ცენტრიდან მარცხნივ) მეგობრებთან ერთად სტალინის ეპოქის საბჭოთა კავშირში. რუსეთის მომავალი პრეზიდენტი ბავშვობაში პოპულარულიც იყო და კარგი აკადემიური მოსწრებაც ჰქონდა, თუმცა პრაქტიკული ხუმრობების სიყვარულმა ის დამართა, რომ ხელყუმბარის აფეთქებამ ორი თითი წააცალა მარცხენა ხელზე.

ვიქტორ ორბანი (მარცხნივ) უნგრეთის პარლამენტში კოლეგას ელაპარაკება. 1990 წელი. ახალგაზრდა ორბანმა სახელი უნგრეთის კომუნისტური მმართველობის მწვავე კრიტიკით გაითქვა და გვიან 80-იანებში დაჭერილიც იყო.

ბენიამინ ნეთანიაჰუ. 1964 წელი. 3 წლით ადრე 6-დღიან ომამდე და 45 წლით ადრე, სანამ ისრაელის პრემიერი გახდებოდა.

რიჩარდ ნიქსონი - კალიფორნიის კოლეჯის ფეხბურთის გუნდის სათადარიგო მოთამაშე. 1930 წელი.

ადრეულ 1900-იან წლებში პოლიციის მიერ დაკავებული იაკობ ჯუღაშვილის ფოტოები. დაახლოებით იმავე პერიოდში, როდესაც ეს ფოტოები გადაიღეს, მომავალი საბჭოთა დიქტატორის კომუნისტი რევოლუციონერების ბანდამ მსოფლიო გააოგნა თბილისის ცენტრში ბანკის სისხლიანი ძარცვისას 40-მდე ადამიანის მოკვლით.

დონალდ ტრამპი (უკიდურესად მარცხნივ). საოჯახო ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია.

ისლამ ქარიმოვი (მარჯვნივ) თვითმფრინავის მოდელს აწყობს. 1940 წელს, ყმაწვილი ქარიმოვი, რომელიც მოგვიანებით უზბეკეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი და შემდგომ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა, რამდენჯერმე გადაიყვანეს უდედმამო ბავშვთა სახლში.

დაპატიმრებული ბენიტო მუსოლინი, რომელიც 1903 წელს შვეიცარიაში იტალიის სამხედრო სამსახურს ემალებოდა, თუმცა მუდმივი სამუშაო ვერ იპოვა. შვეიცარიის ხელისუფლებამ მშრომელთა ძალადობრივი გაფიცვების მხარდაჭერისთვის დააკავა.

ჯონ ფიცჯერალდ კენედი ევროპაში გატარებული არდადეგების შემდეგ ნიუ-იორკში ბრუნდება. 1938 წელი. 3 წელია დარჩენილი სანამ მეორე მსოფლიო ომში წყნარი ოკეანის საბრძოლო მოქმედებებში მიიღებს მონაწილეობას, შემდეგ კონგრესში მოხვდება და ბოლოს ამერიკის პრეზიდენტი გახდება.

იაპონიის მომავალი პრემიერ-მინისტრი შინზო აბე (მარჯვნივ) სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში საჯარო პოლიტიკის სწავლის დროს.

ბარაკ ობამა კენიელ მამასთან ერთად. 1972 წელი. ჯერ თინეიჯერიც არაა.

ნიკოლაე ჩაუშეკსუ, რუმინეთის მომავალი დიქტატორი, 1944 წელს ბუქარესტში წითელ არმიას ეგებება.

ალი ხამენეი (ცენტრიდან მარჯვნივ), ირანის მომავალი უზენაესი ლიდერი, საპროტესტო აქციაზე მაშჰადში, ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუციის დროს.

საბჭოთა კავშირის კომუნისტური ლიდერის ლეონიდ ბრეჟნევის (მარჯვნივ) რეტუშირებული ფოტო. 1935 წელი, უკრაინა. ის მეგობარს ჭადრაკს ეთამაშება. საბჭოთა კომუნისტურ პარტიას და ქვეყანას ის 1964-იდან 1962 წლამდე ხელმძღვანელობდა.

ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე, მოგვიანებით ნიკოლოზ მეორე, რუსეთის უკანასკნელი მეფე, იაპონიაში მოგზაურობისას. 1891 წელი. ამ ფოტოს გადაღებიდან მალევე მას ხმლით დაესხა თავს პოლიციელი და სახის გასერვა მოასწრო, სანამ იქვე მყოფი რიქშები გააკავებდნენ. ზოგ ისტორიკოსს სჯერა, რომ ამ ინციდენტმაც იმოქმედა 1904 წელს ნიკოლოზ მეორის გადაწყვეტილებაზე, ომი წამოეწყო იაპონიის წინააღმდეგ.