პოეტი გიორგი შონია მარიხუანის შესახებ შსს-ის კანონპროექტზე
Your browser doesn’t support HTML5
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც მარიხუანის მოხმარებას, რეგულაციებსა და სანქციებს ეხება. ამ კანონპროექტს შსს მთავრობას უახლოეს სხდომაზე წარუდგენს, თუმცა კონკრეტულად რა წერია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში, რა სანქციებსა და რეგულაციებს მოიაზრებს ის, ამის შესახებ დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.