პოეტები კედლების გარეშე

Your browser doesn’t support HTML5

წელს საქართველო პირველად შეუერთდა „მსოფლიო პოეტური მოძრაობის“ საერთაშორისო ლიტერატურულ პროექტს – „მსოფლიო კედლების გარეშე“. მწერალთა სახლში პოეტური მარათონი ჩატარდა, სადაც სხვადასხვა თაობის პოეტები სტუმრებს პარალელურ რეჟიმში უკითხავდნენ საკუთარ ტექსტებს. პროექტი „მსოფლიო კედლების გარეშე“ 2013 წლიდან ტარდება მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში. 2019 წლის თებერვალში ამ საერთაშორისო კამპანიაში, მსოფლიოს 400-ზე მეტ ქალაქში, 1000-ზე მეტი პოეტი იღებს მონაწილეობას.