სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის საზოგადოებრივ აზრზე გავლენების მოსაპოვებლად ბრძოლა სიახლე არ არის. ახალია ბუნდოვანება თავად საპატრიარქოს შიგნით გავლენების გადანაწილების თაობაზე და კითხვა, ვინ მართავს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინსტიტუტს - „ტაბულას“ რედაქტორ, ლევან სუთიძესთან და უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის მღვდელ-მონაზონ ლეონ გელოვანთან ერთად შევეცდებით ახალ მოცემულობაში გარკვევას
ვინ და როგორ მართავს საპატრიარქოს
Your browser doesn’t support HTML5
პატრიარქის საახალწლო მილოცვამ, რომელიც დამონტაჟებული აღმოჩნდა, განაახლა კითხვები იმასთან დაკავშირებით, ვინ მართავს საპატრიარქოს, ილია მეორის სახელით გავრცელებულმა საშობაო ეპისტოლემ კი გააჩინა კითხვა, ვინ იგულისხმება „დაცემულ ადამიანში“, რომელიც „ეგოცენტრიზმისა და სიკვდილის შიშით იტანჯება.“