პირველი ქართული სახანძრო მანქანა 2019 წელს ჩაებმება სამაშველო საქმიანობაში

Your browser doesn’t support HTML5

სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას“ ბაზაზე პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანის აწყობის პროცესი მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტასა“ და ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერის“ ერთობლივი პროექტი მულტიფუნქციური მანქანის შექმნას ითვალისწინებს. საქართველოში აწყობილი სახანძრო-სამაშველო მანქანა ტესტირებას ავსტრიაში, „როზენბაუერის“ ბაზაზე გაივლის, რის შემდეგაც „დელტა“ ავტომანქანების სერიულ წარმოებას დაიწყებს. პირველი სამაშველო მანქანები საქართველოს რეგიონებში 2019 წლიდან გამოჩნდება. ეს მანქანები ჩაანაცვლებენ საბჭოთა სახანძრო-სამაშველო მანქანებს. თითო მანქანის ღირებულება 190 ათას ევროს შეადგენს. 2022 წლამდე სულ 120-მდე მანქანა აეწყობა.