პირველი "ქართული" ბატატი
Your browser doesn’t support HTML5
ბატატს სხვანაირად ტკბილ კარტოფილსაც უწოდებენ, თუმცა ამ ბოსტნეულის გემო დაახლოებით კარტოფილის, გოგრისა და წაბლის გემოებს შორისაა. ქართველებს მისი მოყვანა პირველად მე-16 საუკუნეში უცდიათ, მაგრამ მაშინ ფეხი ვერ მოუკიდებია. ხელახლა ბატატის მოყვანა, დიდ ფართობზე, შარშან ლაგოდეხელმა შოთა ერიაშვილმა სცადა. ინფორმაცია ინტერნეტში მოიძია. ნერგები გამოიწერა. დარგო, მოუარა და გამოუვიდა. პროფესიით ბიოლოგი შოთა ერიაშვილი 81 წლისაა. დილის 6 საათზე დგება და ღამის 12-მდე თავს დასტრიალებს თავის ბატატებს. პირველი მოსავალი ოჯახს მოხმარდა, მაგრამ რადგან ბატატი მშვენივრად შეეგუა ქართულ მიწას, მერე უკვე გაყიდვაც გადაწყვიტა და ერთ-ერთ სუპერმარკეტს მომარაგებაზეც შეუთანხმდა. ქართული ბატატი ნელ-ნელა პოპულარი ხდება, შოთა ერიაშვილს კი ახალი გეგმები აქვს: მის სათბურში უკვე იზრდება ახალი ნერგები, ოღონდ რისი - ეს ჯერ საიდუმლოა.