„პერსპექტივის“ ერთი წელი

2017 წლის ნოემბრიდან, როდესაც „პერსპექტივა“ პირველად გავიდა ეთერში, უდავოდ გამორჩეული იყო ერთი თარიღი და მას საგანგებო გადაცემა დავუთმეთ: საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის მე-100 წლისთავი. მის გარეშე, ბუნებრივია, არც გადაცემის პირველი წლის მიმოხილვა ჩაივლის. რა დავინახეთ „პერსპექტივის“ მეშვეობით ისეთი, რაც უკეთ გაგვარკვევდა ზოგ საკითხში? შეგვიცვლიდა წარმოდგენებს? აღმოგვაჩენინებდა ადამიანებს, რომლებსაც არ ვიცნობდით?

  • სად და როგორ ემზადებიან ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში წასვლამდე;
  • როგორია თავშესაფრის ათასობით მაძიებლიდან ერთ-ერთი ადამიანის გზა;
  • რას გვიამბობენ ლევილი და ლევილელები;
  • შინ - უცხოეთში: როგორ ცხოვრობს სამშობლოდან შორს საქართველოდან განდევნილი ოსი ექიმი.

რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.