"პატრიოტთა ალიანსის" ყრილობა სპორტის სასახლეში
Your browser doesn’t support HTML5
4 მაისს თბილისში, სპორტის სასახლეში "პატრიოტთა ალიანსმა" მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. პარტია მოითხოვს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში თავდაცვისთვისთვის განკუთვნილი ხარჯები შემცირდეს. მათი თქმით, ნატოსთვის განკუთვნილი თანხები “საოჯახო ბიზნესების შექმნისკენ” უნდა წარიმართოს, საქართველომ კი სამხედრო მიუმხრობლობა გამოაცხადოს.
ყრილობაზე დაანონსდა საპროტესტო აქციებიც, რომელიც სისტემატიურად გაიმართება იმისათვის, რომ ხელისუფლებას მოუწოდონ, შეასრულონ დაპირებები.
დავით თარხან-მოურავის თქმით, აქციები 27 მაისიდან 15 ივნისამდე საინფორმაციო სახის იქნება და თავისუფლების მოედანზე საღამოობით გაიმართება, 15 ივნისს კი “დიდი აქცია” იქნება, რის შემდეგაც შეკრებები კვლავ ყოველდღიურად ჩატარდება, თუმცა უკვე საპროტესტო სახეს მიიღებს, კონკრეტული მოთხოვნებით.