პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის დაშლის შემდეგ | ფოტოგალერეა

პარლამენტის წინ აქცია გრძელდება.

26 ნოემბრის დილის 5 საათისთვის, დემონსტრანტები, რომლებიც პარლამენტის შესასვლელებს ბლოკავდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით აიძულა პარლამენტის წინ გადასულიყვნენ.

პარლამენტის შესასვლელებთან აქციის მონაწილეების კარვები აღარ დგას. დემონსტრანტების რამდენიმე კარავი დგას პარლამენტის წინ ტროტუარზე

აქციის დაშლის დროს 3 ადამიანი დაშავდა, 28 დაკავებულია.

საპროტესტო აქციის მონაწილე ზაზა ლიპარტელიანს მარცხენა თვალის გარშემო სახის ძვლები აქვს დამსხვრეული. როგორც თვითონ დაზარალებული ამბობს, წყლის ჭავლი მას 5-6 მეტრიდან მოხვდა.

გიგა ბოკერია და აკაკი ბობოხიძე

შალვა ნათელაშვილი და მოქალაქე.

ალეკო ელისაშვილი პოლიციის კორდონთან.

ნინო ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტთან.

ნინო ბურჯანაძე და შალვა ნათელაშვილი.

ეკა ბესელია აქციაზე, პარლამენტთან.

პოლიციის კორდონი პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან.

ხედი პარლამენტიდან.