ზურაბ კოდალაშვილი 26 წლის იყო როდესაც ომის გადასაღებად აფხაზეთში წავიდა. ის მუშაობდა თითქმის ყველა ცხელ წერტილში, აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ჩეჩნეთში, ყარაბაღში, ავღანეთში და ერაყში... ის არის WTN-ის, Reuters-ის, TBS-ის, “France press”- ის და BBC-ის ყოფილი ვიდეო პროდიუსერი. რადიო თავისუფლების პირველი კორესპონდენტი საქართველოში. ახლა ზურა ლონდონში ცხოვრობს და საერთაშორისო მედიაკონსულტანტია.
ომში კამერით
Your browser doesn’t support HTML5
ამ ვიდეოში ნახავთ აფხაზეთის ომში 1992 წელს გადაღებულ უნიკალურ კადრებს და მოისმენთ ომის ისტორიებს, რომელთა თვითმხილველიც ზურაბ კოდალაშვილია.