ფოტო: ომის 3 წელი უკრაინაში

ქალი ეხუტება შვილს კიევის მეტროსადგურში რუსეთის შეჭრის პირველ დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს.

მშვიდობიანი მოქალაქეები უყურებენ განადგურებულ რუსულ ჯავშან-კოლონას ბუჩაში, კიევის მახლობლად, 2022 წლის 1 მარტს. ქალაქი საბოლოოდ დაიპყრეს რუსმა ჯარებმა ამ ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. მათ უკან დაიხიეს ერთ თვეზე ნაკლებ დროში. რუსის ჯარის უკან დახევის შემდეგ ბუჩაში აღმოაჩინეს ომის დანაშაულების მტკიცებულებები.

ბუჩიდან და ირპენიდან გაქცეული მშვიდობიანი მოქალაქეები 2022 წლის 11 მარტს.

ქალი მიესალმება უკრაინელ ჯარისკაცებს, როდესაც ისინი შედიან გათავისუფლებულ ქალაქში, ჩრდილოეთ ჩერნიგოვის რეგიონში, 2022 წლის 2 აპრილს.

სამხედრო კაპელანი ოლექსანდრი აკურთხებს უკრაინელ ჯარისკაცს ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთში 2022 წლის 24 აპრილს.

უკრაინელი მექანიკოსი ტანკისტი იური, ფოტო გადაღებულია აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონში 2022 წლის 11 ივნისს.

დაზიანებული კორპუსები სალტივკაში, ხარკოვის გარეუბანში. 2022 წლის 13 სექტემბერი.

2022 წლის 16 სექტემბერს ხარკოვის ოლქში, იზიუმთან ახლოს იპოვეს უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი ზურგზე შეკრული ხელებით.

მეხანძრე ებრძვის ცეცხლს „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შემდეგ კიევში 2022 წლის 17 ოქტომბერს.

9 წლის გოგონა სახელად სოფიიკა ეხუტება თავის ზღვის გოჭს 2022 წლის 19 ნოემბერს, ლუგანსკის აღმოსავლეთით მდებარე მაკიივკიდან ევაკუაციის დროს.

უკრაინელი ჯარისკაცები 2022 წლის 23 ნოემბერს დონეცკის რეგიონში დასავლელი მოკავშირეების მიერ მოწოდებული ჰაუბიციდან ესვრიან.

უკრაინელი ჯარისკაცის დასისხლიანებული ჯავშანი, გადაღებული სოლედართან, დონეცკის ოლქში, 2023 წლის 23 იანვარს.

ბახმუტის ცენტრი დონეცკის ოლქში, გადაღებულია 2023 წლის 25 თებერვალს.

უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ბახმუტში 2023 წლის 25 თებერვალს.

უკრაინელი ჯარისკაცი. ფოტო გადაღებულია მისი პოზიციის დაბომბვის დროს, 2023 წლის მაისში.

უკრაინელი ჯარისკაცები 2023 წლის მაისში ბახმუტის მახლობლად, რუსული პოზიციის შტურმის შემდეგ.

წყალს ასმევენ რუს ჯარისკაცს, რომელიც უკრაინელებმა ბახმუტთან 2023 წლის მაისში დაატყვევეს.

უკრაინელი ჯარისკაცი ბრძოლის დროს დაზიანებულ შენობაში, დონეცკის რეგიონში, ბლაჰოდატნეში, 2023 წლის 17 ივნისს.

კიევში "დედა-სამშობლოზე" საბჭოთა კავშირის გერბი უკრაინული სამკაპით შეცვალეს. 2023 წლის 6 აგვისტო.

ჩერნიგოვის ცენტრი სარაკეტო დარტყმის შემდეგ. 2023 წლის 19 აგვისტო

ჯარისკაცი მოხატულ შენობასთან 2023 წლის ნოემბერში დონეცკის რეგიონში, ქალაქ ავდიევკაში.

უკრაინული ნაღმმტყორცნელთა ჯგუფის წევრი სიგარეტს ეწევა მზის ამოსვლისას ბახმუტთან მდებარე პოზიციაზე. 2023 წლის დეკემბერი.

უკრაინელი ჯარისკაცები ცას აკვირდებიან მტრის უპილოტო საფრენი აპარატების აღმოსაჩენად. 2024 წლის 6 მარტი.

ბარისტა მუშაობს აფეთქების შედეგად დაზიანებულ თავის კაფეში. 2024 წლის 25 მარტს რუსული რაკეტა მოხვდა შედნობას კიევის ცენტრში.

მეხანძრეები ასუფთავებენ რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურებული შენობის ნანგრევებს. 2024 წლის 25 მარტი.

დაჭრილების სხეულებიდან ამოღებული ნამსხვრევების ფრაგმენტები. ავდიევკას მახლობლად მდებარე სამედიცინო დაწესებულება. 2024 წლის მარტი.

ახალგაზრდა ქალი ტირის, როდესაც ემშვიდობება ოჯახის წევრებს ევაკუაციის დროს. პოკროვსკი, დონეცკის ოლქი, 2024 წლის 30 აგვისტო.

სარეკლამო აბრა ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაში პოკროვსკიდან ევაკუაციაში დასახმარებლად, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქი. 2024 წლის სექტემბერი.

ზემოდან გადაღებული პოკროვსკის მიმდებარე დასახლებაში გაჩენილი ხანძრები. 2024 წლის სექტემბერი.

40 წლის უკრაინელი მეთაური არტემი თავის არტილერისტებს აფრთხილებს რუსულ პოზიციებზე თავდასხმამდე პოკროვსკის მახლობლად. 2024 წლის ოქტომბრის დასაწყისი.
 

დაღუპული ჯარისკაცის დანილო ლიაშკევიჩის დედა ტირის თავისი შვილის კუბოსთან დაკრძალვის დღეს. კიევი, 2024 წლის 8 ნოემბერი.

ქალს უჭირავს თავისი ძაღლი რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ კიევში. 2024 წლის 20 დეკემბერი.

ქალს ბავშვი გაჰყავს კიევზე რუსეთის საავიაციო თავდასხმის შემდეგ. 2024 წლის 20 დეკემბერი

რუსული თავდასხმის შედეგად დაზიანებული კიევის ლუკიანივსკის მეტროსადგურის შესასვლელი. 2025 წლის 18 იანვარი.

რუსული საავიაციო თავდასხმის შედეგად გაჩენილი კრატერი ლუკიანივსკის მეტროსთან, კიევში. 2025 წლის 18 იანვარი.

ხალხი იკრიბება კიევში, რათა პატივი მიაგოს 2014 წელს ევრომაიდნის პროტესტის დროს დაღუპულთა ხსოვნას. 2025 წლის 20 თებერვალი.

2013-2014 წლების პროტესტმა შეძლო, ხელისუფლებას ჩამოშორებოდა პრორუსი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი. რუსეთმა ამას უპასუხა ყირიმის დაპყრობით და არეულობის გაჩაღებით, რომელმაც გამოიწვია კონფლიქტი აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო 2022 წლის თებერვალში.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ფოტოჟურნალისტი სერჰი ნუჟნენკო სამი წელი ინტენსიურად აშუქებდა თავის ქვეყანაში ომს. ჩვენ შევარჩიეთ მის მიერ გადაღებული ომის ყველაზე შთამბეჭდავი 36 ფოტო.