ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალები საომრად ემზადებიან - სატელიტური ფოტოები

სამხედრო სიმაგრეების სატელიტური ფოტო, მედვედევკა, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი, 3 იანვარი 2023 წ.

თანამგზავრული სურათების ანალიზმა აჩვენა, რომ მოსკოვმა ყირიმის ნახევარკუნძული გაამაგრა გაზაფხულზე უკრაინის კონტრშეტევის მოლოდინში.
 

საფორტიფიკაციო ნაგებობები და დრაკონის კბილები (სოლის ფორმის ბეტონის ტანკსაწინააღმდეგო ბარიერები) აღმართულია მასლოვში, ჩრდილოეთ ყირიმში.

როგორც იანვრიდან მარტამდე გადაღებულ თანამგზავრულ ფოტოებზე ჩანს, რუსმა სამხედროებმა გაამაგრეს ყირიმის რამდენიმე რეგიონი.

ფორტიფიკაციები და დრაკონის კბილები მედვედევკაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ყირიმი, 11 თებერვალი, 2023 წ.

სანგრები და სხვა სამხედრო სიმაგრეები მედვედევკას მახლობლად.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახლახანს განაცხადა, რომ: „ყირიმის განთავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს“.

რუსული ტანკები და არტილერია მედვედევკას სამხედრო ბაზაზე.

მოსკოვის მიერ დანიშნულმა ყირიმის ლიდერმა, სერგეი აქსიონოვმა 11 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ყირიმში ააშენეს „თანამედროვე თავდაცვა“ და ჰყავთ „საკმარისზე მეტი“ ჯარი და აღჭურვილობა უკრაინის შესაძლო თავდასხმის მოსაგერიებლად.

მედვედევკას რუსული სამხედრო ბაზის კიდევ ერთი ხედი.

აქსიონოვმა განაცხადა, რომ ყირიმში გამაგრების სამუშაოები ნოემბერში დაიწყო და აპრილისთვის დამთავრდებოდა.

თხრილები და რუსული სამხედრო მანქანები არმიანსკის მახლობლად, ჩრდილოეთ ყირიმი, 16 თებერვალი.

უკრაინის სამხედრო მეთაურებმა განაცხადეს, რომ მათი კონტრშეტევა დასავლური სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების მიღების შემდეგ უახლოეს ხანებში დაიწყება

რუსეთს ძალების მიერ მოწყობილი დრაკონის კბილები და  თხრილები ევპატორიის დასავლეთ სანაპიროზე, ყირიმის სამხრეთ-დასავლეთით, 12 მარტი.

ასევე, სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს რუსული არტილერია, რომელიც განლაგებულია ყირიმის ნახევარკუნძულის სანაპიროებზე, 31 მარტი, 2023 წ.